მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის კეთილმოწყობის სამსახურის საწყობში ხანძარი გაჩნდა

ზუგდიდის კეთილმოწყობის სამსახურის საწყობში ხანძარი გაჩნდა [Video]

Published on

ზუგდიდში, მცხეთის ქუჩაზე კომუნალური მეურნეობის საწყობში მდებარე ფართი,დაახლოებით 50 კვ.მ დაიწვა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე რჩებიან. .შენობა ზუგდიდის აიპპ "კეთილმოწყობის სამსახურს" ეკუთვნის. როგორც ცენტრის თანამშრომელი მამუკა ციმინტია აცხადებს, ზარალის ოდენობა  ჯერერობით უცნობია. მისი თქმით, ხანძარი იმ დროს გაჩნდა, როცა ერთ-ერთი თანამშრომელი ბენზინს ასხამდა ბენზოსახერხში. ოთახში არსებული ინვენტარი სრულად დაიწვა. შენობაში 8 დევნილი ოჯახი ცხოვრობს,თვითმხილველები ამბობენ, რომ აქ ცხოვრება არის სახიფათო, რადგან საწყობში ინახება გაზის ბალონები და აალებადი ნივთიერებები, რის გამოც მათუ თქმით, არაერთხელ.მიმართეს მერიას, თუმცა უშედეგოდ.
 
 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...