მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილი: პირველი ბავშვი ქორწინების გარეშე გავაჩინე

სალომე ზურაბიშვილი: პირველი ბავშვი ქორწინების გარეშე გავაჩინე

Published on

 
გთავაზობთ ნაწყვეტებს სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუდან, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალ "თბილისელებს" რამდენიმე თვის წინ მისცა.
 
"ქეთევანი 1984 წლის 22 მარტს ერთ-ერთ ამერიკულ კლინიკაში დაიბადა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მისით ივსებოდა და მთავრდებოდა ჩემი შინაგანი წონასწორობა, რაც შეტევის, თავდაცვისა და დიდი წინააღმდეგობის უნარს მმატებდა. მაშინ უკვე ვაშინგტონში საელჩოში ვმუშაობდი. სადღაც ორი წლის შემდეგ პრემიერ-მინისტრის კაბინეტში გადაწყდა ჩემი მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა, რაზეც უარი ვთქვი. ბავშვებს დედა სჭირდებოდათ. ცხადია, ორ საქმეს ერთად თავს ვერ გავართმევდი. ამ წინადადებაზე დათანხმებით შვილებს მამისგან შორს მოუწევდათ ცხოვრება, თუმცა, ამას ისედაც მიგრძნობდა გული. მოკლედ, ეს მოხდა. ვაშინგტონში დავრჩი. დღეს, უკან რომ ვიხედები, არაფერს ვნანობ და ისევ იმ არჩევანს გავაკეთებდი," – იხსენებს სალომე ზურაბიშვილი.
 
 
საქართველოს პრეზიდენტი პირველ ქმარზე, მასთან ცხოვრებაზე და დაშორების მიზეზებზეც გულახდილად საუბრობს:
 
პირველი ქმარი რომში გავიცანი…1980 წელს, ხანგრძლივი დიპლომატიური ტურნეს შემდეგ, პარიზში პირველად დავბრუნდი. ანალიზისა და მომავლის პროგნოზის ცენტრში, განიარაღების პრობლემებზე სამუშაოდ მიმიწვიეს. პარიზში გატარებული წლები ბევრი რამით იყო ჩემთვის ღირსშესანიშნავი. მაშინ ჩვენ არ ვიყავით ქორწინებაში, მაგრამ ერთად ვცხოვრობდით პარკ მონსოს მშვენიერ, ძველებურ კერძო რეზიდენციაში. ნაქირავები ბინა დიდი არ იყო, მაგრამ შთამბეჭდავი. ჩვენი ცხოვრება მშვიდად მიედინებოდა. გაგვიჩნდა პირველი შვილი. ასე ვთქვათ, ბავშვი ქორწინების გარეშე გავაჩინე. მისმა დაბადებამ ჩემი ცხოვრების ახალი ფურცელი გადაშალა. ყოველი ჩემი გამგზავრება ტანჯვა იყო, სულ მინდოდა, მისთვის მეყურებინა, როგორ იცვლებოდა თანდათან. საღამოობით ჩემს მამამთილთან ერთად ვსადილობდი. 
 
. ჩემს ქმარს სხვანაირი ცხოვრებისეული ხედვა ჰქონდა, განსხვავებული მეგობრები გვყავდა. ის, რამაც ერთ დროს დაგვაახლოვა, ვხედავდი, რომ აღარ გვაერთიანებდა. ბავშვებიც ვერ შველოდა ჩვენს კავშირს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ორი პატარა ბავშვით ხელში, ვენაში ჩავედი. ამ დროს ქმართან თითქმის გაყრილი ვიყავი. აქ დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი, მაგრამ რთული ეტაპი", – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
 
სალომე ზურაბიშვილი გამოცემას მეორე ქმრის – ჯანრი კაშიას გაცნობის და მათი სიყვარულის ისტორიის შესახებაც უყვება:
 
 
"ჩემს პარიზულ ცხოვრებაში საქართველომ ერთ მშვენიერ დღეს ახალი სახე შეიძინა. გავიცანი ისტორიკოსი, ფილოსოფოსი, მწერალი, რომელიც, სხვათა შორის, თავის თავს დისიდენტს არ უწოდებდა. არ სურდა თავისი სამშობლოთი სპეკულირება. ჯანრის ზუსტად იმ დღეს შევხვდი, როცა მან პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა საფრანგეთში. როგორც კი დავინახე, მაშინვე გავიფიქრე, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც შეიცვლებოდა. ჩემი ბინის აივნიდან ეზოში შემოსულს თვალი მოვკარი. ვერ ავხსნი, ეს რა გრძნობა იყო, მაგრამ მახსოვს, წამიერად რაღაცამ გამიელვა გულში. დიდი ყურადღებით და ცნობისმოყვარეობით მივიღე სტუმარი," -ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.
 
სხვა ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა ჯანრი კაშიას თავისი "ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული" უწოდა.
სალომე და ჯანრი 90-იან წლებში დაქორწინდნენ და ერთად 19 წელი გაატარეს. სალომე ზურაბიშვილის მეუღლე 2012 წელს გარდაიცვალა. პირველი ქმარი ნიკოლოზ გორჯესტანი ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მან ყოფილ მეუღლეს მხარდაჭერა გამოუცხადა და შვილების სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადებაც გაავრცელა, სადაც საზოგადოებას თავისი ოჯახის და წარმომავლობის შესახებ მოუთხრო.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...