მთავარისიახლეებისაზოგადოებამე-6 სკოლის დირექტორის საქმის გამოძიების მოთხოვნით გუბერნიასთან მშვიდობიანი აქცია გაიმართება

მე-6 სკოლის დირექტორის საქმის გამოძიების მოთხოვნით გუბერნიასთან მშვიდობიანი აქცია გაიმართება

Published on

მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის საქმის გამოძიების მოთხოვნით ზუგდიდში აქცია გაიმართება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ია კერზაიას შვილმა დაწერა. "მიუხედავად არაერთი საჯარო განცხადებისა ია კერზიას საქმეზე გამოძიება დაწყებული არ არის. გუშინ უკვე წერილობითაც მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების დაწყების მოთხოვნით.
ზეგ, 22 დეკემბერს, 14:00 საათზე, ქ. ზუგდიდში, გუბერნიის შენობის წინ გავმართავთ მშვიდობიან აქციას გამოძიების დაწყებით მოთხოვნით. ყველა ადამიანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ საქმის სრული და ობიექტური გამოძიება, გთხოვთ, შემოგვიერთდეთ.
გამოიძიე ღირსების საქმე!"- წერს ბაჩანა შენგელია. 
ია კერზაია, რომლის ოჯახიც ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მასზე ზეწოლაში ადანაშაულებდა, 9 დეკემბერს გარდაიცვალა. ინსულტის მძიმე დიაგნოზით  ის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის რეანიმაციაში იყო მოთავსებული.

სიახლეები

დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. „არასდროს...

აფხაზეთში 4 წლის გოგონას მკვლელობისთვის დეიდა დააკავეს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ 4 წლის გოგონას გაბრიელა ლახინას მკვლელობის ბრალდებით, ბავშვის დეიდა...

ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მან...

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...