მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ ლეგალურად დასაქმდნენ საფრანგეთში

საქართველოს მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ ლეგალურად დასაქმდნენ საფრანგეთში

Published on

თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის მეორე დღის მთავარი თემა ევროინტეგრაცია იქნება – საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე მსჯელობა პარლამენტში კვლავ დილიდან განახლდება. განხილვაში დიპლომატებთან ერთად აქტიურად ჩაერთვებიან კანონმდებლებიც.
 
საუბარი იქნება დეოკუპაციასა და დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხებზეც. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, უწყება მუშაობს, რათა ქართველმა ახალგაზრდებმა ევროპის ქვეყნებში დასაქმება შეძლონ.
 
„საფრანგეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას, რომელიც უკვე კანონის სახით იქნება წარმოდგენილი, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში ლეგალურად დასაქმდნენ,“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
 
დავით ზალკალიანის თქმით, ახალგაზრდებს უფლება ექნებათ დასაქმების მიზნით, საფრანგეთში დროებითი ბინადრობის უფლება მიიღონ.
 
დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა გუშინ დაიწყო და 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

სიახლეები

ივანიშვილის ასტროარქეოლოგი საიდუმლო ინფორმაციას ძილბურანში იღებს – “ტაბულა”

ივანიშვილის ასტროარქეოლოგი ამბობს, რომ საიდუმლო ინფორმაციას დილის 4-7 საათის შუალედში, ძილბურანში იღებს. სტატიას "ტაბულა"...

რობერტ დიუვალი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი რობერტ დიუვალი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია AFP-მ დიუვალის ცოლზე დაყრდნობით გაავრცელა. მსახიობი...

ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ოლიმპიური ვერცხლის მედლები მოიპოვეს

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და...

ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური...