მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე სამადაშვილი: ეკა ბესელიამ ზოგიერთი კანონი ჩემზე უკეთ იცის, მაგალითად, საკუთარ...

სალომე სამადაშვილი: ეკა ბესელიამ ზოგიერთი კანონი ჩემზე უკეთ იცის, მაგალითად, საკუთარ დედას, რომ გვარი უნდა გამოუცვალო, რომ ნაყაჩაღარი ქონება გადამალო, ეს მან კარგად მოიფიქრა.

Published on

დაპირისპირება ეკა ბესელიასა და სალომე სამადაშვილს შორის – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კომიტეტის სხდომაზე გუშინ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ იურიდიული კომიტეტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გადასვლა მოითხოვა.
 
სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ თავად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს აღარ სურთ, რომ ეკა ბესელია იყოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, რადგან ბესელია ოდიოზურ ფიგურად ჩამოყალიბდა.
 
„ქალბატონი ბესელია იმდენად ოდიოზურ ფიგურად ჩამოყალიბდა ქართულ პოლიტიკაში, რომ მის საკუთარ თანაგუნდელებს ეუხერხულებათ ის, რომ ის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა და ფაქტობრივად ვიცით, რომ მიდის მცდელობა, რომ ის ამ პოსტიდან გადააყენონ იმიტომ, რომ ეკა ბესელია არის დღეს ქვეყანაში კორუფციის, არაკომპეტენტურობის, უვიცობის, თავხედობის და ყაჩაღობის ეკვივალენტი, ასეთი რეპუტაცია აქვს მას. რა თქმა უნდა, ზოგიერთი კანონი მან უკეთესად იცის, ვიდრე მე, მაგალითად, საკუთარ დედას, რომ გვარი უნდა გამოუცვალო, რომ ნაყაჩაღარი ქონება გადამალო, ეს მან კარგად მოიფიქრა. ვფიქრობ, რომ ეკა ბესელია არის სირცხვილი ქართული პარლამენტარიზმის, სირცხვილი არის ქართველი  ხალხის, რომ ის საქართველოს პარლამენტის წევრია და მე არანაირი სურვილი არ მაქვს, კომიტეტში გავაგრძელო მუშაობა, რომელსაც ის ხელმძღვანელობს,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
 
შეგახსენებთ, ეკა ბესელიამ დღეს სალომე სამადაშვილს კანონების არმცოდნე უწოდა. 

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...