მთავარისიახლეებისამართალი,,ოცნების''ქვეყანა, სადაც დავით კირკიტაძე დაკავებულია, ოთარ ფარცხალაძე კი თავისუფალი

,,ოცნების”ქვეყანა, სადაც დავით კირკიტაძე დაკავებულია, ოთარ ფარცხალაძე კი თავისუფალი

Published on

გურჯაანის სასამართლოში დღეს დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი აქციის ფონზე გაიმართება.
 
გაერთიანებულ ოპოზიციას მართვის ცენტრი დღეიდან სწორედ გურჯაანში გადააქვს. 
 
ოპოზიციის თქმით, დავით კირკიტაძე პოლიტიკური პატიმარია და ბიძინა ივანიშვილმა მას რუსთავში საპრეზიდენტო არჩევნების მოგება არ აპატია.
 
დავით კირკიტაძე დაკავებული უნდა იყოს და ოთარ ფარცხალაძე თავისუფალი? გამაგებინეთ, სად ვცხოვრობთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა. როგორც ის აღნიშნავს, თუ საჭირო გახდება, ისინი კირკიტაძის საქმეს სტრასბურგის სასამართლოშიც წაიღებენ.
 
„დაველოდებით ბრალის წაყენებას. დღეს აქ უამრავი ხალხი მოვა, დაველოდებით სამართლიან გადაწყვეტილებას. მთელმა საზოგადოებამ დაინახა, თუ ხარ ე.წ. „ქართული ოცნების“ წევრი, გაქვს იმუნიტეტი, არც დაგაკავებენ, არც ბრალს წაგიყენებენ, მითუმეტეს, არც სასამართლოში არ მიგიყვანენ. თუ ხარ ოპოზიციის წარმომადგენელი, ერთ წამში ხდება ეს ყველაფერი. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს სცემ, მაშინ ძალიან მსუბუქ რაღაცას წაგიყენებენ, თუ გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ხარ, ეცდებიან, რაც შეიძლება მძიმე მუხლი წაგიყენონ. ყველაზე სამწუხაროა, რომ სასამართლო ამ ქვეყანში არ არის, პოლიტიკური ანგარიშსწორების მექანიზმია და ეს უკვე მრავალჯერ ვნახეთ.
 
გურჯაანის სასამართლოსთან კარვების დადგმის აზრს ვერ ვხედავ. ჩვენი კვალიფიციური იურისტების რაზმი ჩაერთვება, რომ ეს არ შევარჩინოთ, ყველა სასამართლო ინსტანციას გავივლით, თუ საჭიროა, სტრასბურგამდე მივალთ. ადამიანს შეუზღუდეს ყველა კონსტიტუციური უფლება, რომელიც მას აქვს მინიჭებული ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონით. კირკიტაძე დაკავებული უნდა იყოს და ფარცხალაძე თავისუფალი? გამაგებინიეთ სად ვცხოვრობთ. ხომ არ ვამბობთ, რომ კანონმა არ უნდა იკანონოს, იკანონოს, მაგრამ თანაბრად მიუყენეთ ყველას. ამას გარდა, დაიმალებოდა კირკიტაძე? თუ ქვეყნიდან გაიქცეოდა? 3 წელი იარა სასამართლოში, ზუსტად ამდენს ივლის, თუ სამართალს და კანონს შეკითხვები აქვს მასთან", – განაცხადა ვაშაძემ

 
დაცვის მხარეს ამ დრომდე არ აქვს ოფიციალური ინფორმაცია, რა მუხლით წარუდგენენ ბრალს კირკიტაძეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციის მიხედვით კი, სავარაუდოდ, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლს წაუყენებენ, რაც პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკური შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას გულისხმობს.
 
ოპოზიციის ინფორმაციით, პოლიტიკური დევნა დავით კირკიტაძის დაჭერით არ დასრულდება. ოპოზიციაში ელოდებიან, რომ დაკავებების სერია გაგრძელდება.
 
 

სიახლეები

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...

ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის

"აი, რა მაყვირებდა, გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები"- ასე ეხმაურება...

გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ...

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...