მთავარისიახლეებიპოლიტიკაკონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები უკვე მეექვსე დღეა პროკურატურის მისაღებში შიმშილობენ

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები უკვე მეექვსე დღეა პროკურატურის მისაღებში შიმშილობენ

Published on

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები უკვე მეექვსე დღეა პროკურატურის მისაღებში შიმშილობენ და  ძალოვან უწყებებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის  ისტორიული საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
 
გამსახურდიების ოჯახის ადვოკატის ამირან გიგუაშვილის თქმით, ისინი საქართველოს მთავარი პროკურორის პოზიციას ელოდებიან.
 
„ერთადერთი ვისთანაც შესაძლებელია ეს შეხვედრა განხორციელდეს და ვინც შეიძლება ამ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღოს, ეს არის საქართველოს მთავარი პროკურორი. დღემდე ველოდებით ჩვენ მის პერსონალურ პოზიციას. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უნდა, თუ არა, ეკისრება დღევანდელ ხელისუფლებას, ვის დროსაც, ვის ხელშიც იხურება ეს ისტორიული საქმე. ჩვენ ვაპირებთ კონკრეტული ქმედებების განხორციელებას. ეს პირველ რიგში რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის მიმართვას, რათა საქმის გამოუძიებლობის გამო დაეკისროს პასუხისმგებლობა ხელისუფლებას,“ – აცხადებს გიგუაშვილი.
 
 
31 დეკემბერს, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე შესაძლოა ხანდაზმულობის გამო დაიხუროს, რასაც პრეზიდენტის ოჯახის წევრები აპროტესტებენ. კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებს ამ დრომდე არცე ერთი ძალოვანი უწყების წარმომადგენელი არ შეხვედრია.
 
გამსახურდიები დღის 02:00 საათზე საგანგებო განცხადებას  გააკეთებენ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...