მთავარისიახლეებისამართალისასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეზე განაჩენი გამოიტანა

სასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეზე განაჩენი გამოიტანა

Published on

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე – უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები, ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ ცნო.
 
გურამ დონაძეს პატიმრობა 5 წლითა და 3 თვით მიესაჯა. აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.
 
დავით იაშვილს სასჯელის სახედ 5 წლისა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2 წლისა და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
 
ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წელი და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების აკრძალვა მიესაჯათ.
 
ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვით განესაზღვრა. 2 წლით და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
 
ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლებ.
 
მოსამართლე დავით მგელიაშვილის განაჩენის გამოცხადების შემდეგ ყოფილი მაღალჩინოსნები გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს., ირაკლი ფირცხალავა კი , როგორც ცნობილია, სხვა საქმეზე უკვე მსჯავრდებულია

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...