მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილის ბედნიერება - ფლიგელის პრეზიდენტი და პრეზიდენტის სასახლე პრეზიდენტის გარეშე

სალომე ზურაბიშვილის ბედნიერება – ფლიგელის პრეზიდენტი და პრეზიდენტის სასახლე პრეზიდენტის გარეშე

Published on

ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში, საკუთარ კაბინეტში შესვლისას განუცხადა.
 
მისივე განმარტებით, რემონტის გამო სასახლეში ჯერ ყველაფერი საჭირო ფორმაში არ არის, თუმცა პირველ ეტაპზე გარემოს ნაკლებ ყურადღებას მიაქცევს, რადგან ბევრი სამუშაო აქვს.
 
„მივესალმები საზოგადოებას, რომელიც პირველ დღეს მიყურებს ათონელის სასახლეში. მე ვარ ბედნიერი, რომ აქ ვარ. ვიცი, რომ ჯერ არ არის ყველაფერი იმ ფორმატში და დასრულებული, როგორც იქნება რამდენიმე კვირაში თუ თვეში, თუმცა გვაქვს საშუალება, რომ ამ ფლიგელში დავიწყოთ მუშაობა და იმდენი გვაქვს გასაკეთებელი, რომ ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ გარემოს ამ პირველ ეტაპზე, თუმცა მერე როცა სტუმრები გვეწვევიან, საჭიროა, რომ ყველაფერი იყოს ისე, როგორც საჭიროა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა

სიახლეები

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...

უკრაინულმა დრონებმა იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელს დაარტყეს

3 ნოემბრის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, "სლავნეფტ-იანოსზე", მიიტანეს იერიში....

„ოლე-ოლას” სიმღერის გამო, სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარეს

“ოლე-ოლას” სიმღერის ვიდეოზე მომღერალ სოფო ბათილაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში იბარებენ. ამის შესახებ მომღერალი...