მთავარისიახლეებიპოლიტიკა"პროცესის პოლიტიზირება არ იქნება სასარგებლო არც ერთი მხარისთვის“ - განათლების მინისტრის მოადგილე...

“პროცესის პოლიტიზირება არ იქნება სასარგებლო არც ერთი მხარისთვის“ – განათლების მინისტრის მოადგილე ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე

Published on

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე განათლების სამინისტროში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა.
 
მინისტრის მოადგილე, ლევან ხარატიშვილი ამბობს, რომ საკითხის პოლიტიზირება დაუშვებელია, უწყება კი მზად არის ამ საქმესთან დაკავშირებით არსებულ ნებისმიერ კითხვას უპასუხოს. 
 
„ამ პროცესის პოლიტიზირება უდავოდ, არ იქნება ამ შემთხვევაში სასარგებლო არცერთი მხარისთვის. ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ ყველა იმ პროცედურის დაცვით, რომელიც არის, წარვმართოთ ნებისმიერ ფორმატში დისკუსია. ჩვენ ყველანი უნდა დაველოდოთ იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს სამინისტროში და ყველა იმ პროცედურის დაცვით საზოგადოებისთვის ყველა ინფორმაცია ინება ცნობილი“ – აცხადებს ხარატიშვილი. 
 
ია კერზაიას ოჯახი პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს. საქმე ეხება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორზე, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის მოთხოვნას, უარის შემდეგ კი მასზე განხორციელებულ ზეწოლას.
 
ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია, ამბობს, რომ დედა საარჩევნო ტერორის დროს მოუკლეს. კერზაიამ ზეწოლას ვერ გაუძლო და ინსულტი განუვითარდა. 
 
პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ია კერზაიამ „რუსთავი2"-თან თავადაც ისაუბრა. მას შემდეგ, რაც დირექტორმა პედაგოგების საარჩევნო პროცესში უკანონოდ ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე გენერალურმა ინსპექციამ თბილისიდან ზუგდიდში ორი თანამშრომელი გაგზავნა და მეექვსე სკოლის შემოწმება დაავალა.
 
შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ამ მოტივით უპირებდნენ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორს პოსტიდან დათხოვნას, პირად საუბარში კი ია კერზაიას აუხსნეს, რომ რეალური მიზეზი სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში ჩართვაზე უარის თქმა იყო

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...