მთავარისიახლეებიპოლიტიკანინო ბურჯანაძე: „ქართული ოცნება“ წაილეკება და რევოლუცია იქნება გარდაუვალი, თუ ივანიშვილმა საარჩევნო...

ნინო ბურჯანაძე: „ქართული ოცნება“ წაილეკება და რევოლუცია იქნება გარდაუვალი, თუ ივანიშვილმა საარჩევნო გარემოს შეცვლაზე უარი თქვა”

Published on

 „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე თვლის, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გამოსავალი არის საარჩევნო სისტემის შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ვითარების გაგრძელების გზას ქუჩაში ხედავს.
 
„თუ საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დასრულდება რევოლუციით. საპრეზიდენტო არჩევნებში მაინც ორი კანდიდატი იბრძოდა, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, გარდამტეხ საპარლამენტო არჩევნებში ძალიან ბევრი პარტია მიიღებს მონაწილეობას და ბიძინა ივანიშვილი ვეღარ შეძლებს ისეთ გაყალბებას, როგორიც უკვე გვქონდა. თუ ოლიგარქი ისევ შეეცდება გაყალბებას, პროცესები გადავა ქუჩაში. მაშინ კი ნამდვილად შეიძლება ყველა ოპოზიციური პარტია ერთად აღმოჩნდეს, ასეთია რევოლუციის ბუნება“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
 
იმისთვის რომ „ქართული ოცნება“ დარჩეს ქართულ პოლიტიკაში და საერთოდ არ გაქრეს, ნინო ბურჯანაძე ურჩევს ბიძინა ივანიშვილს, ბევრი დაპირებებიდან ერთ-ერთი მაინც შეასრულოს.
 
„მე ვურჩევ ივანიშვილს, გამოიყენოს ერთადერთი შანსი, შეცვალოს საარჩევნო სისტემა, მითუმეტეს, როდესაც ამის დაპირებას ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ მაშინ იძლეოდა, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა. მან არ შეასრულა არცერთი დაპირება, არც 100 საწარმო, არც ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, არც რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება და აფხაზეთის და ოსეთის პრობლემის გადაჭრა – არცერთი ეს დაპირება მას არ შეუსრულებია. იქნებ ეს ერთი დაპირება მაინც შეასრულოს, რაც საარჩევნო გარემოს ეხება. წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ წაილეკება და რევოლუცია იქნება გარდაუალი“, – აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...