მთავარისიახლეებისამართალიხმაურიანი სასამართლო პროცესი - მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში დაპირისპირება მოჰყვა

ხმაურიანი სასამართლო პროცესი – მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში დაპირისპირება მოჰყვა

Published on

ბუტა რობაქიძის საქმე და ხმაურიანი სასამართლო პროცესი – მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში დაპირისპირება მოჰყვა.
 
ერთმანეთს რობაქიძის ოჯახის წევრები და შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ.ხმაური დასრუდა იმით, რომ სამართალდამცველებმა შს სამინისტროს უკვე მსჯავრდებული ყოფილი მაღალჩინოსნის დავით იაშვილის შვილიც დააკავეს
 
როგორც ბუტა რობაქიძის მამა ჰყვება, სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა გურამ დონაძემ სანთებელა ისროლა, რომელიც პროკურორს მოხვდა და დაზიანდა, მას კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს."დედას მო…ავ… თავს მოგაჭრი…"- დაემუქრა სოსო რობაქიძე გურამ დონაძეს 
 
„რასაც დონაძე აკეთებდა ორი დღის განმავლობაში და რუთავი 2-მა როგორ წვალობს ჩემი შვილი რომ კვდება აჩვენა, მარტო მაგიტომ ეკუთვნოდა დონაძეს ეგ სროკი.
 
გარეწრები წავიდნენ ციხეში და ჩალპნენ იქა. მაქსიმუმი მისცა მოსამართლემ.. ახლა ვნახოთ მეორე საქმე დაიწყება მალე და ალბათ იმათაც მალე მიესჯებათ, ზოგი  ჩინოვნიკია დღეს, ზოგი ყოფილი ჩინოვნიკია, ძალიან მალე მათაც დაედებათ ბორკილები თქვენს თვალწინ,“-ამბობს რობაქიძე.
 
რომელიც იმედოვნებს რომ  ძალიან მალე დაიწყება კიდევ ერთ ეპიზოდზე სასამართლო პროცესები, რომლის დასასრულიც ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დასჯა იქნება.
 
მოსამართლის გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებს.ბუტა რობაქიუს ცედაც ია მეტრეველი.   მისი თქმით, მოსამართლემ უმაღლესი სასჯელი მიუსაჯა ყველა მაღალჩინოსანს, უბრალოდ, შთანთქმა მოხდა ამნისტირებული მუხლების.
 
„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მოსამართლეს. ნამდვილად სამართლიანი იყო და აქ რაც მოაწყვეს, წივილი-კივილი მინდა მათ ვუთხრა, ნეტა ჩემი შვილი ცოცხალი იყოს, თუნდაც ოცი წელი ჰქონდეს მისჯილი, ოღონდ ვიცოდე, რომ სადმე სუნთქავს“-ამბობს ია მეტრეველი.
 
 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...