მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, დაკავებული დავით კირკიტაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ

გრიგოლ ვაშაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, დაკავებული დავით კირკიტაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ

Published on

„გაერთიანებული ოპოზიციის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, დაკავებული დავით კირკიტაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დავით კირკიტაძე გათავისუფლდება, ის ითანამშრომლებს გამოძიებასთან და რამდენი ჩვენებაც იქნება საჭირო, იმდენ ჩვენებას მისცემს სასამართლოს მეშვეობით. „დავით კირკიტაძე თქვენი მხარდამჭერი არ არის. თუ მან შიმშილობა დაიწყო, ის იშიმშილებს ბოლომდე. ამიტომ კანონის და მორალის ფარგლებში გეუბნებით, გაათავისუფლეთ ეს ადამიანი გირაოს სანაცვლოდ, გინდ სხვა რაღაც მოუფიქრეთ. გაანებეთ თავი ჩვენს მხარდამჭერებს და თუ სამართალს რამე შეკითხვები აქვს, რამდენჯერაც საჭიროც იქნება, იმდენჯერ მივა სასამართლოში. ბიძინა ივანიშვილის ბუღალტერი, რომელმაც ფული იშოვა რუსეთში მას შემდეგ, რაც რუსეთმა სამხედრო თავდასხმა გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ, ცდილობს საზოგადოებაში შემოიტანოს განხეთქილება. მათ არანაირი კონკრეტული გეგმა არ აქვთ, თუ როგორ შეიძლება გადაარჩინონ სახელმწიფო“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი დავით კირკიტაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...