მთავარისიახლეებიეკონომიკაგაზი ძვირდება - დედაქალაქში ტარიფი 9 წლის წინანდელ ნიშნულს უბრუნდება და...

გაზი ძვირდება – დედაქალაქში ტარიფი 9 წლის წინანდელ ნიშნულს უბრუნდება და 50 თეთრი ხდება, განსაკუთრებით კი რეგიონებში მოიმატებს

Published on

გაზის ტარიფი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიმატებს.
 
1 კვირაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ახალ გადასახადს დააწესებს. მართალია, სემეკში გაძვირებას ოფიციალურად არ ადასტურებენ, მაგრამ სპეციალისტებისთვის მოსალოდნელი ცვლილების შესახებ მეტ-ნაკლებად უკვე ცნობილია. როგორც გაზეთი „რეზონანსი"წერს, ტარიფი თბილისელებს 2-3 თეთრის ფარგლებში გაუძვირდებათ. ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება რეგიონებისთვის, სადაც ბუნებრივი აირი ისედაც ძვირია.
 
დედაქალაქში გაზის ტარიფი 8-9 წლის წინანდელ ნიშნულს დაუბრუნდება და 50 თეთრი გახდება. სემეკში კომპანიების განაცხადს ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით 26 დეკემბერს განიხილავენ. მარეგულირებელი კომისია ბუნებრივი აირის ტარიფის შესაძლო გაძვირებას არ ადასტურებს, მაგრამ არც გამორიცხავს.
 
 

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...