მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროკავშირის ელჩი კახეთში ძალადობრივ ინციდენტთან და ოპოზიციის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

ევროკავშირის ელჩი კახეთში ძალადობრივ ინციდენტთან და ოპოზიციის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

Published on

 
კახეთში განვითარებული მოვლენები – ძალადობრივ ინციდენტთან და ოპოზიციის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა გააკეთა.
 
ევროკავშირის ელჩი ხელისუფლებასა და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს:
 
„მნიშვნელოვანია, რომ გამოხატვის უფლება დაცული იყოს და ამავდროულად, გამოხატვის უფლებით სარგებლობა იყოს მშვიდობიანი. ეს არის ის, რასაც მომავალში ორივე მხარისგან ველოდებით. ადრეც განვაცხადე, რომ ჩვენი სურვილია, შეიკრიბოს ორივე მხარე და დაიწყონ მოძიება თუ რა გაკვეთილი ისწავლეს საპრეზიდენტო არჩევნებიდან გამომდინარე. ასევე, მნიშვნელოვანია გამოვლენილი ხარვეზებიც მოგვარდეს. ევროკავშირი აქ არის იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ამ პროცესს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოვლენები მომავალში სწორედ ასე განვითარდება,“ – აცხადებს კარლ ჰარცელი.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...