მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს, მათი თქმით, ზუგდიდის 2019 წლის 34...

ენმ ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს, მათი თქმით, ზუგდიდის 2019 წლის 34 მილიონიანი ბიუჯეტიდან ხელფასებზე 22 მილიონი დაიხარჯება [Video]

Published on

ფრაქცია  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე ანა წითლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. წითლიძის თქმით, ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტი  34 მილიონს შეადგენს, აქედან 22 მილიონი ლარი სახელფასო ფონდია. ასევე შემცირებულია სოციალური სფეროს ბიუჯეტი.  „მაშინ, როდესაც ზუგდიდს ქალაქის სტატუსი ჩამოერთვა, „ქართული ოცნების“  დაპირება იყო ის, რომ შემცირდებოდა ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯები, რაც აღმოჩნდა მორიგი მტკნარი სიცრუე, ისევე როგორც ყველა სხვა დაპირება ხელისუფლების მხრიდან და ჩვენ ვხედავთ, რომ არათუ შემცირდა ბიუროკრატიული ხარჯები, არამედ გაზრდილია დაეს იმ ფონზე, როცა ერთი წლის განმავლობაში არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელებულა. ეს არის არა მხოლოდ მავნებლური, არამედ დანაშაულებრივი დოკუმენტი და მოვუწოდებთ საკრებულოს უმრავლესობის წევრებს, ხმა არ მისცენ ამ დოკუმენტს,დააბრუნონ ის ზუგდიდის მერიაში და მოითხოვონ მისი ხელახლა რეორგანიზაცია. ასევე მოვუწოდებთ მერიას გაასაჯაროვოს ის 2300 ადამიანი, ვისზეც დაიხარება 22 მილიონი ლარი, რა დავალებას ასრულებენ ისინი, ჩვენი ინფორმაციით, ეს ადამიანები არიან ქართული ოცნების აქტივისტები და სწორედ ამიტომ არ ასაჯაროვებენ მათ სახელებს. მათ აქვთ ერთადერთი ამოცანა, საარჩევნო პროცესებში ჩაერთონ, სხვა ფუნქცია ამ ადამიანებს არ გააჩნიათ.“- განაცხადა ანა წითლიძემ.

 

 

 

 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...