დავით კირკიტაძემ წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო. გაერთიანებული ოპოზციის ერთ ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ის პოლიტიკური პატიმარია და ციხეში ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთით ჩასვეს. გვიან ღამით კირკიტაძე იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა. მას ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. შს სამინისტრო ოპოზიციის ქვემო ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევაში ადანაშაულებს, რაც ექვსი თვიდან ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. „მიგვაჩნია, რომ ადამიანი, როდესაც ახორციელებს მის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, ეს არის გამოხატვის, გადაადგილების უფლება, ამ დროს საუბარი პოლიციის მუშაკებზე თავდასხმაზე, მის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით საუბარი არის რბილად რომ ვთქვათ შეუთავსებელი კანონის მოთხოვნასთან,“-განაცხადა დავით კირკიტაძის ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერი და ენმ-ს წევრი დავით კირკიტაძე სამართალდამცველებმა გუშინ საგარეჯოში დააკავეს. მას ბრალი დაკავებისას ადგილზევე გააცნეს. ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ბრალად სსკ-ს 353-ე მუხლის პირველი ნაწილი ედება, რაც პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკური შეურაცხყოფას და ქონების დაზიანებას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კირკიტაძის დაკავება, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა.
სიახლეები
საზოგადოება
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...
სიახლეები
პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე
დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...