მთავარისიახლეებიპოლიტიკასტრასბურგის სასამართლომ გიგა ოთხოზორიას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

სტრასბურგის სასამართლომ გიგა ოთხოზორიას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

Published on

სტრასბურგის სასამართლომ გიგა ოთხოზორიას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. საქმე ეხება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ "საქათველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სარჩელს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ, სტრასბურგში ერთი წლის წინ შეიტანა.
 
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსულ მხარეს უკვე გადაუგზავნა დოკუმენტი კითხვარით. მისი შევსებისთვის და უკან დასაბრუნებლად მოსკოვს ვადა 7 მარტამდე აქვს.
 
მოსარჩელე მხარის მტკიცებით, დაირღვა ევროპული კონვენციის ორი მუხლი აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებზე პასუხისმგებლობა კი რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
 
„ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას განუსაზღვრა ვადა 2019 წლის 7 მარტამდე, შესაბამისად რუსეთმა ამ ვადამდე უნდა წარადგინოს
 
თავის პოზიცია დასმულ კითხვებთან დაკავშირებით. თითოეულ მხარეს ორჯერ აქვს შესაძლებლობა წარადგინოს თავის პოზიციები. შემდეგ უკვე  ორივე მხარის მიერ წარდგენილი წერილობითი არგუმენტაციების საფუძველზე სასამართლომ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება“-ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნინო ჯომარჯიძე.

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...