მთავარისიახლეებიპოლიტიკაროს უილსონი გუშინ კახეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება: "ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ კადრების...

როს უილსონი გუშინ კახეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება: “ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ კადრების გამო, რაც ვნახეთ ”

Published on

ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონმა გუშინ კახეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი შეშფოთებას გამოთქვამს იმ კადრების გამო რაც გუშინ გავრცელდა.
 
"ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ კადრების გამო, რაც ვნახეთ და რასაც ეს კადრები ეუბნებოდა ქართველ ხალხს და საქართველოს მეგობრებს მთელ მსოფლიოში. აშშ-სთვის სასიამოვნო და საპატიო იყო ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობა. ჩვენ მივულოცეთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ინაუგურაცია და რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის. რაც შეეხება გუშინდელ მოვლენებს, აშშ, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს თავისუფალი სიტყვისა და თავისუფალი შეკრების უფლებას. მხარს ვუჭერთ, რომ ამ უფლებით მშვიდობიანი გზით ისარგებლონ. ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ კადრების გამო, რაც ვნახეთ და რასაც ეს კადრები ეუბნებოდა ქართველ ხალხს და საქართველოს მეგობრებს მთელ მსოფლიოში. მოვუწოდებთ მშვიდობისკენ, საქართველო ახლა წინ უნდა წავიდეს. მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს ქვეყანა და მისი მომავალი" – როს უილსონმა.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...