მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილი პირველ სტუმრებს სასტუმროში მიიღებს

პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილი პირველ სტუმრებს სასტუმროში მიიღებს

Published on

სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გადასვლას არ აპირებს და ათონელის რეზიდენციაში მიმდინარე რემონტის გამო პრეზიდენტის რანგში პირველ სტუმრებს ერთ-ერთ სასტუმროში მიიღებს.
 
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი ხელმძღვანელის ინფორმაციით, ათონელის რეზიდენცია ბოლომდე დასრულებული არ არის და საპრეზიდენტო ფლიგელის გამართვას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება, თუმცა მზად არის ადმინისტრაციული მხარე, სადაც სალომე ზურაბიშვილი მუშაობას რამდენიმე დღეში შეუდგება. მიუხედავად იმისა, რომ ავლაბრის რეზიდენცია პრეზიდენტის ადგილსამყოფელად აღარ ითვლება, მმართველი გუნდი მას სამომავლოდ უმაღლესი დონის დელეგაციების მისაღებ ადგილად განიხილავს.
 
„საპრეზიდენტო ფლიგელი ათონელზე, საჭიროებს ორ-ორ თვე ნახევარს, მაგრამ ადმინისტრაციული ნაწილი არის მზად. ჯერ ადმინისტრაციულ ნაწილში იქნება და შემდგომში საპრეზიდენტო ფლიგელში გადმოვა.
 
პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ასევე პრეზიდენტი, ისარგებლებენ მაღალი დონის ვიზიტების დროს ავლაბრის რეზიდენციის იმ ნაწილით, რომელსაც ჰქვია საპრეზიდენტო ფლიგელი,“-განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...