მთავარისიახლეებისაზოგადოებათელავში სამართალდამცველთა უპრეცედენტო მობილიზაციაა

თელავში სამართალდამცველთა უპრეცედენტო მობილიზაციაა

Published on

თელავში სამართალდამცველთა უპრეცედენტო მობილიზაციაა. ქალაქის ქუჩებში უკვე გამოჩნდა მძიმე ტექნიკა, განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ხელკეტებითა და ფარებით არიან შეირაღებულები.ინაუგურაციის ცერემონიამდე 6 საათი რჩება. ოპოზიცია მასშტაბური აქციის გამართვას ერეკლე მეორეს სასახლესთან ახლოს რუსთაველის გამზირზე აპირებს. თუმცა, რამდენად მოახერხებენ ისინი სამართალდამცველების მიერ გადაკეტილ ქალაქში შესვლას, ამ დრომდე უცნობია.
 
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე ამბობს, რომ სამართალდამცავების მობილიზება არა დაგეგმილ აქციას, არამედ ინაუგურაციას უკავშირდება. მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციის გამართვას იმ ტერიტორიაზე შეძლებს, სადაც ნებართვა გასცა მერიამ.თელავის მერიამ გაერთიანებულ ოპოზიციას ერეკლე მეორეს ძეგლთან აქციის გამართვის ნებართვა არ მისცა და ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა. თუმცა, ოპოზიცია გეგმავს, რომ თელავის ცენტრში გამართოს აქცია, სადაც საპრეზიდენტო არჩვენების გაყალბებას გააპროტესტებენ.

სიახლეები

ბურჭულაძეს გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის გაუფორმდება საპროცესო

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის...

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელი საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ახალი დროებითი ხელმძღვანელი ჰყავს. საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში აშშ-ს...

პურის გარკვეული სახეობები 5- 10 თეთრით გაძვირდა

პურის გარკვეული სახეობები 5-10 თეთრით გაძვირდა ინფორმაციას BPN ავრცელებს და წერს, რომ გარკვეულ სუპერმარკეტში...

ზელენსკის თქმით, ტრამპის წარმომადგენლებმა უთხრეს – “რუსები მოლაპარაკებისთვის მზად არიან”

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებისგან მიიღო გზავნილი, რომ "რუსები მოლაპარაკებებისთვის მზად...