მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ზუგდიდშიც გააპროტესტეს

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ზუგდიდშიც გააპროტესტეს

Published on

ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გააპროტესტეს.გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბის წევრებმა, ხელმძღვანელებმა და მხარდამჭერებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიასთან პლაკატებით ხელში კიდევ ერთხელ უთხრეს უარი სალომე ზურაბიშვილს. ,,არა სალომეს,, ,,ქართული ოცნება კლავს,, ,,რუსეთი ოკუპანტია,, ამ წარწერებითა და სკანდირებით გამოხატეს აქციის მონაწილეებმა პროტესტი ინაუგურაციის მიმართ. აქციის მონაწილეებს პარტიის ადგილობრივმა ლიდერებმა მიმართეს. ,,დღეს საქართველოს არ ყავს პრეზიდენტი და არ ყავს არჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არის ბიძინა ივანიშვილის დანიშნული პრეზიდენტი. ამ არჩევებს, რომელუც ჩატარდა ტერორისა და ძალადობის ფონზე, შეეწირა პატრიოტი დირექტორის, ია კერზაიას სიცოცხლე,, – განაცხადა ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა და საკრებულოს წევრმა ანა წითლიძემ.აქვე აქციის.მონაწილეებმა სიმბოლურად მოიტანეს კარტოფილი და ხახვი. დღეს თელავში იმართება სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია,რომლუს პარალელყრადაც ტარდება ოპოზიციის საპროტესტო აქცია.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...