მთავარისიახლეებიპოლიტიკახმაური და დაპირისპირება აქციაზე - აქციის მონაწილეებმა გუბერნიასთან სიმბოლურად ხახვი და კარტოფილი...

ხმაური და დაპირისპირება აქციაზე – აქციის მონაწილეებმა გუბერნიასთან სიმბოლურად ხახვი და კარტოფილი დატოვეს [Video]

Published on

ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დასრულდა საპროტესტო აქცია ზუგდიდში. სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნიასთან. აქციის მონაწილეებმა სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გააპროტესტეს. გაერთიანებული ოპოზიციის პარტიის ლიდერების სიტყვით გამოსვლის შემდეგ ისინი გუბერნიის შენობისკენ დაიძრნენ, სადაც სიმბოლურად ხახვი და კარტოფილი მიიტანეს. მათი თქმით, ეს არის შსს მინისტრის საჩუქარი საახალწლოდ, რადგან სწორედ ეს არის ის ატრიბუტი, რითაც საარჩევნო კამპანია ჩაანარა გიორგი გახარიამ.აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს სამართალდამცავებმა, რასაც ურთიერთშელაპარაკება მოყვა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის.აქციის მონაწილეებილს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით ,,არა სალომეს,, ბიძინა მკვლელია,, ასევე გარდაცვლილი სკოლის დირექტორის ია კერზაიას სურათი. აქციის ირგანიზატორების თქმით, სწორედ აქედან იწყება სამართლიანობისთვის ბრძოლა, სწორედ ია კერზაიას სიცოცხლის ზვარაკად შეწირვა არ ეპატიება ხელისუფლებას და მინისტრ გახარიას, რომელმაც მთელი საარჩევნო პერიოდი ტერორსა და დაშინების ფონზე, ე.წ. ძველ ბიჭებთან ჩაცუცქულმა ჩაატარა. დღეს თელავში,ბატონის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება, რომლის პარარელურად საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აქციები იმართება.

 

 

 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...