მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ჯერ სახელმწიფო წაგვართვეს, არჩევნები წაგვართვეს, ახლა გვართმევენ გადაადგილების თავისუფლებას,“- გრიგოლ ვაშაძე

„ჯერ სახელმწიფო წაგვართვეს, არჩევნები წაგვართვეს, ახლა გვართმევენ გადაადგილების თავისუფლებას,“- გრიგოლ ვაშაძე

Published on

„ჯერ სახელმწიფო წაგვართვეს, არჩევნები წაგვართვეს, ახლა გვართმევენ გადაადგილების თავისუფლებას,“ – ასე აფასებს  გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე გურჯაანში შექმნილ სიტუაციას.
 
სამართალდამცავებმა გურჯაანში რამდენიმე ლოკაციაზე გზა გადაკეტეს და აქციის მონაწილეებს არ აძლევდნენ გადაადგილების შესაძლებლობას, თუმცა ოპოზიციის მხარდამჭერებმა გზის სავალი ნაწილი საკუთარი ძალებით გაათავისუფლეს და თელავის მიმართულებით მიემგზავრებიან.
 
„ეს არის შევარდნაძის პოლიცია, შესაბამისი სიფათები აქვთ და შესაბამისი უფროსები ჰყავთ. რომ ჰკითხო, რატომ არ გვიშვებენ თელავში, უსაფრთხოებაო, ვისი უსაფრთხოება? სალომე ზურაბიშვილის? ვის რათ უნდა სალომე ზურაბიშვილი, ან დაცვა რათ უნდა, გამოვიდეს ქუჩაში წყნარად ივლის,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
 
ვაშაძე აკრიტიკებს სამართალდამცავებს, რომლებიც ოპოზიციას მხარდამჭერებთან ერთად გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევს.
 
გურჯაანში სამართალდამცავებმა რამდენიმე ადგილას გადაკეტეს გზა ავტობუსებით და საპატრულო პოლიციის მანქანებით. ისინი აქციის მონაწილეებს თელავისკენ გზის გაგრძელების საშუალება არ აძლევდნენ და სხვა მიმართულებით გადაადგილებისკენ მოუწოდებდნენ.
 
თელავის ცენტრში ინაუგურაციის პარალელურად მასშტაბური აქცია გაიმართება, სადაც არჩევნების გაყალბებას გააპროტესტებენ.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...