მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ აქციებთან დაკავშირებით კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ხვალ წარადგენს

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ აქციებთან დაკავშირებით კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ხვალ წარადგენს

Published on

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ აქციებთან დაკავშირებით კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, ხვალ, დღის პირველ ნახევარში წარადგენს. ამის შესახებ პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს გაერთიანების ერთ-ერთმა წევრმა ხატია დეკანოიძემ განუცხადა.
 
ხატია დეკანოიძემ შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა, ვისაც სურვილი აქვს, ღამე კარვებში გაათენონ, ხოლო დანარჩენ მხარდამჭერებს მოუწოდა, იმოქმედონ იმ გეგმით, რომელიც ხვალ, დღის პირველ ნახევარში მედიასაშუალებებით გავრცელდება.
 
აღნიშნული მოწოდების შედეგად, აქტივისტთა ნაწილმა ტერიტორია უკვე დატოვა, ხოლო ნაწილი კვლავ რჩება პარლამენტის წინ.
 
ადგილზე კვლავ სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია პარლამენტის შენობიდან (ჩიტაძის ქუჩა) სასტუმრო „თბილისი მერიოტამდე“.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...