მთავარისიახლეებიპოლიტიკადაგვხვდნენ ზონდერები და აგურები გვესროლეს- ნიკა მელია

დაგვხვდნენ ზონდერები და აგურები გვესროლეს- ნიკა მელია

Published on

გურჯაანში, იმ ადგილზე, სადაც პოლიციას თელავისკენ მიმავალი გზა აქვს ბლოკირებული სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი მანქანა, რომელიც ამ კოლონის შემადგენელი ნაწილი იყო, საკუთარი ძალებით გზიდან გადააყენეს.რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა პოლიციასა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის ფიზიკურ შეხლა -შემოხლასაც. ოპოზიცია ბარიკადების გარღვევას ცდილობს, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.აქციის მონაწილეების საკუთარი ძალებით ცდილობენ ასევე გზიდან გადაეწიათ ავტობუსი, რომლითაც სამართალდამცავებმა გზის ბლოკირება მოახდინეს. თუმცა მათ განეიტრალება პოლიციამ მოახერხა. "თელავამდე არის 40 კმ დარჩენილი. მერე იტყვიან მელია რატომ ჩხუბობსო?! და რა გავაკეთოთ, არ გადავწიოთ ძალისმიერი მეთოდებით ესენი? ჩვენს კონსტიტუციური უფლებას არღვევენ. მთელმა საქართველო იცის რა ძალადობას ჰქონდა ადგილი და ახლა მთელმა საქართველომ ვიცით და დავინახეთ საკუთარი თვალებით როგორ გააყალბეს მასიურად არჩევნები. იდენტიფიცირებულები არიან დამნაშავეები.  ნაცვლად იმისა, რომ დამნაშავეებს აკავებდნენ, იმ ადამიანებს მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც ჩავჯექით მშვიდად მანქანაში, გავეშურეთ თელავისკენ, მოვითხოვეთ ადგილი, გვითხრეს არაო. გზად გვითხრეს წადით გურჯაანით და უცებ ვხედავთ ვიღაც ზონდერებს, რომლებიც დაგვხვდნენ და აგურები გვესროლეს. და ახლა გვეუბნებიან წადით ყვარელითო. სინამდვილეში არიან დამფრთხლები,"-განაცხადა ნიკა მელიამ.

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...