მთავარისიახლეებისაზოგადოებაფონდი soco-ს დამფუძნებელმა სანდრა რულოვსმა ზუგდიდში საახალწლოდ სოციალურად დაუცველებსა და მრავალშვილიან ოჯახებს...

ფონდი soco-ს დამფუძნებელმა სანდრა რულოვსმა ზუგდიდში საახალწლოდ სოციალურად დაუცველებსა და მრავალშვილიან ოჯახებს პროდუქტები გადასცა [Video]

Published on

საქველმოქმედო ფონდა „სოკომ“,  სანდრა ელისაბედ რულოვსისა  და ალექსანდრე ქობალიას ინიციატივით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავლაშვილიან ოჯახებს საახალწლოდ კვების პროდუქტები გადასცა.ტრადიციულად, პაკეტში შედის ყველა აუცილებელი ის პროდუქტი, რასაც თითოელი ოჯახი ყოველდღიურად მოიხმარს, შაქარი, წიწიბურა, სპაგეტი, შოკოლადი, ბარდა, მაკარონი, ვერმიშელი, ბრინჯი, ჩაი, კაკაო, შოკოლადი, წვენი, ზეთი, კიტრის მარინადი, შვრიის ფანტელი, ლიმონათი, ტომატ-პასტა, შედედებული რძე, ნუტელა, ნესკვიკი, ორცხობილა. ასევე დარიგდა მედიკამენტები, პატარებისთვის სათამაშოები, წიგნები, ფერადი ფანქრები და სხვა. ნობათი სანდრა რულოვსმა თითოეულ მათგანს პირადად გადასცა. “ჩვენ უკვე რამდენი წელია სანდრა რულოვსის პროგრამით ვსარგებლობთ და გვეხმარება. ბავშვებსაც ზალიან უხარიათ დღესასწაულები, იმიტომ რომ იციან ტკბილეული და სათამაშოები ექნებათ“- უთხრა „ოდიშინიუსს“ ერთ-ერთმა ბენეფიციარმა.ამჯერად აქციაში მონაწილეობა ნიკოლოზ სააკაშვილმაც მიიღო და ბავშვებს საჩუქრების შერჩევაში დაეხმარა. ბენეფიციარები ამბობენ, რომ მათთვის ეს არის საკმაოდ დიდი საჩუქარი, რადგან არიან სოციალურად დაუცველები და საახალწლოდ საკვების შეძენა უჭირდათ.
 
 
 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...