მთავარისიახლეებიპოლიტიკამოშიმშილე ზვიად გამსახურდიას ოჯახს სოლიდარობა შვილმოკლულმა მამებმა გამოუცხადეს

მოშიმშილე ზვიად გამსახურდიას ოჯახს სოლიდარობა შვილმოკლულმა მამებმა გამოუცხადეს

Published on

როცა არის ასეთი ამბავი, მთელი ქვეყანა უნდა გამოვიდეს და უნდა მოითხოვოს, რომ იქნას ბოლოს და ბოლოს გამოძიებული ეს საქმე – ეს განცხადება, მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ზვიად გამსახურდიას საქმის შესახებ საუბრისას გააკეთა.
 
ზვიად გამსახურდიას საქმე ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის გამო, შესაძლოა დაიხუროს. სწორედ ამ მიზეზით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყეს.
 
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახს პროკურატურასთან სოლიდარობა შვილმოკლულმა მამებმა გამოუცხადეს.  
 
„როცა არის ასეთი ამბავი, მთელი ქვეყანა უნდა გამოვიდეს და უნდა მოითხოვოს, რომ იქნას ბოლოს და ბოლოს გამოძიებული ეს საქმე. ვიყავი მოვალე აქ მოვსულიყავი, ამ ხალხს დავდგომოდი გვერდში და ამიტომ მოვედი. მეორეც, ზვიად გამსახურდია ჩვენთვის ძალიან ახლო ადამიანი იყო. მის დაკრძალვაზეც, მის გარემოცვაშიც გროზნოში, ჩეჩნეთში ბევრჯერ ვყოფილვარ. თავად ბატონ ზვიად გამსახურდიასაც ვიცნობდი და მის შვილებსაც,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

სიახლეები

იმერეთში-კაცმა ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი დაჭრა

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი ქალი ცივი იარაღით დაჭრა. ამის...

აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა – სევინჩ სადიგოვა

აზერბაიჯანში დაკავებულ აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი...

ოცნება ევაჭრება დასავლეთს – ნიკა გვარამია

"ბუნებრივია, რომ კიდევ ერთხელ აკეთებს "ქართული ოცნება" იმას, რაც მისი პრაქტიკაა, ავტორიტარული პრაქტიკა, აგროვებს...

მნიშვნელოვანია შიდა ველზე ვინ იქნება პარტიის წარმომადგენელი – ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-ზე

"მე მომხრე ვარ არა რამის დამატების, არამედ პირიქით - ეფექტური უნდა გახდეს ის, რაც...