მთავარისიახლეებისაზოგადოება"ეს არის ძალიან მძიმე ტრაგედია"- სანდრა რულოვსმა ია კერზაიას ოჯახს მიუსამძიმრა

“ეს არის ძალიან მძიმე ტრაგედია”- სანდრა რულოვსმა ია კერზაიას ოჯახს მიუსამძიმრა [Video]

Published on

მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი უკანასკნელ გზაზე საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა-ელისაბედ რულოვსმაც გააცილა. „ვუსამძიმრებ ოჯახს, ეს არის ძალიან მძიმე ტრაგედია, ქალბატონი ია კერზაია, რომელიც წნეხის ქვეშ იმყოფებოდა, გარდაიცვალა. იმედია, ეს იქნება ბოლო და აღარასოდეს განმეორდება მომავალში მსგავსი ფაქტი, რადგან ადამიანები თავისუფალი ვართ არჩევანში და უნდა შევიგნოთ, რომ არ უნდა დავუპირისპირდეთ ერთმანეთს ორ ბანაკად, ჩვენ ერთი საქართველოს შვილები ვართ და უნდა დავიცვათ ეს ქვეყანა“- განაცახადა სანდრა-ელისაბედ რულოვსმა. ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და მკურნალობას გადიოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.კერ­ზა­ი­ას შვი­ლი ბა­ჩა­ნა შენ­გე­ლია დე­დის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ზე­წო­ლას უკავ­ში­რებ­და, რო­მელ­საც, მისი მტკი­ცე­ბით, კერ­ზა­ია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან გა­ნიც­დი­და.

 

 

 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...