მთავარისიახლეებისაზოგადოებაქუთაისი-ვანის გზაზე მიკროავტობუსი გადაბრუნდა. დაშავებული 8 ადამიანი

ქუთაისი-ვანის გზაზე მიკროავტობუსი გადაბრუნდა. დაშავებული 8 ადამიანი

Published on

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი – ვანის გზაზე – დილის 7 საათზე მიკროავტობუსი გადაბრუნდა. თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსს ცხენებმა გადაურბინეს, რა დროსაც სატრანსპორტო საშუალება სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
 
 
სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა 8 ადამიანი დაშავდა.
 
"ერთ–ერთმა უარი განაცხადა სამედიცინო დახმარებაზე, დანარჩენ შვიდს კი ადგილზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება. დაშავებულებს სხვადასხვა დაზიანება აქვთ. მათგან 3 გადაყვანილია ქუთაისში, ცხაკაიას კლინიკაში, დანარჩენი კი თბილისში ინგოროყვას კლინიკაში," – აცხადებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში.
 
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების უგულებელყოფას გულისხმობს.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...