მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქციელწამხდარი ხელისუფლება აცხადებს, რომ საჯარო მოხელეების შესახებ კანონპროექტში ცვლილებები გაწვეული...

საქციელწამხდარი ხელისუფლება აცხადებს, რომ საჯარო მოხელეების შესახებ კანონპროექტში ცვლილებები გაწვეული იქნება

Published on

საჯარო მოხელეების შესახებ კანონპროექტში ცვლილებები გაწვეული იქნება. ამის შესახებ განცხადება,  პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.
 
ირაკლი კობახიძის თქმით, კანონპროექტის გაწვევის მიზეზი, საკითხთან დაკავშირებით გუნდში არსებული არაერთგვაროვანი პოზიცია გახდა.
 
რაც შეეხება რეორგანიზაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, კობახიძის განმარტებით, ის მაინც განხორციელდება. ირაკლი კობახიძე კანონპროექტთან დაკავშირებით ოპონენტებს არაჯანსაღი აჟიოტაჟის გამოწვევაში ადანაშაულებს.
 
„კანონში ცვლილების გარეშეც არის შესაძლებელი რეორგანიზაციის განხორციელება, როგორც მოგეხსენებათ ბიუჯეტის კანონის თანახმად იცვლება შტატების რაოდენობა. იყო გაბერილი შტატები, რასაც თავიდანვე ვამბობდით და რაც ნათლად ჩანდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ნაცვლად გათვალისწინებული 140 შტატისა, ბიუჯეტის კანონის თანახმად, იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 60 შტატი, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩამოყალიბდება პრეზიდენტის უფლებამოსილების შესაბამისად. ადამიანი, რომლებიც იმსახურებენ პროფესიული მოხელის სტატუსს თავიანთი ფუნქციებიდან გამომდინარე, ისინი უნდა დარჩნენ ამ სტატუსით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
 
საპარლამენტო უმრავლესობაში საჯარო მოხელეების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციების არსებობაზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, არჩილ თალაკვაძე. მისი განმარტებით, ცვლილება შეჩერდა, რადგან გუნდში საჭიროა, მსჯელობის შედეგად ერთ პოზიციაზე მივიდნენ.
 
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში საკმაოდ ძლიერი არგუმენტები ჰქონდათ.

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...