მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,პრეზიდენტი სხვა რამე არის, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ცალკე და მე არ მაქვს...

,,პრეზიდენტი სხვა რამე არის, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ცალკე და მე არ მაქვს მიღებული არანაირი ჯერ გადაწყვეტილება ამის შესახებ“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Published on

სალომე ზურაბიშვილი საჯარო მოხელეების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტში მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება.
 
ზურაბიშვილის თქმით, იდეა კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მას არ ეკუთვნის. მისივე თქმით, ჯერ არც ის აქვ გადაწყვეტილი, როგორ დააკომპლექტებს ადმინისტრაციას.
 
„ეს კანონმდებლობა მე არ მეხება. მე არ მაქვს მიღებული კანონი. კანონმდებელ ორგანოს ეხება ეს და იქ უნდა მიმართოთ თქვენი კითხვებით. მე ვინ რას აცხადებს არ ვიცი მაგრამ კანონმდებელი ორგანო არ არის ჩემთან დაკავშირებული, არის დამოუკიდებელი. პრეზიდენტი სხვა რამე არის, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ცალკე და მე არ მაქვს მიღებული არანაირი ჯერ გადაწყვეტილება ამის შესახებ,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
 
საუბარია ცვლილებებზე, რომელიც პრეზიდენტს საშუალებას მისცემს ადმინისტრაციის თანამშრომლები ყოველგვარი გაფრთხილების და კონპენსაციის გარეშე გაათავისუფლოს.
 
ოპოზიცია ამბობს, რომ სწორედ სალომე ზურაბიშვილის სურვილს უკავშირდება აღნიშნული ცვლილებები.
 
აღნიშნული კანონპროექტის შესაბამისად, მარგველაშვილის ადმინისტრაციის 114 თანამშრომელს სამსახურის გარეშე დარჩენა ემუქრება.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...