მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მარგველაშვილმა არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა, იმდენად დაბალი იყო მისი რეპუტაცია''...

,,მარგველაშვილმა არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა, იმდენად დაბალი იყო მისი რეპუტაცია” – ირაკლი კობახიძემ მიმავალ პრეზიდენტს ქვები მიაყოლა

Published on

ირაკლი კობხიძე ფრიად განაწყენებულია  არსებული სიტუაციის მწვავე კრიტიკული  შეფასებებით, რომელიც დღეს  გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე გაახმოვანა.
 
,,პირველად კავკასიის ისტორიაში დაისვა კითხვა, რომ სომხეთი უფრო დემოკრატიის მატარებელია, ვიდრე საქართველო''
 
„არჩევნები ჩატარდა ცუდად. არჩევნები ჩატარდა მეთოდური და სერიოზული დარღვევებით. ამ დარღვევების მენიუსა და სპექტრში ჩვენ გვაქვს ყველა ის უარყოფითი გამოცდილება, რომელიც თაობების განმავლობაში საქართველოში ხორციელდებოდა. სრული კრებული არჩევნების დარღევების შეგიძლია ამ ერთ არჩევნებში ნახო. ეს არის ფაქტი''
 
არ შეიძლება ექვსი წელი ერთი და იმავეს ამბობდე, არ შეიძლება 6 წელი შენი ამომრჩეველი გყავდეს შანტაჟის მდგომაროებაში, არ შეიძლება 6 წელი ამადლიდე მას და ამბობდე, რომ   თაობები მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ ნაციონალების არმომშვებების გარანტორები არიან. ეს კლიშე დაინგრა. ვისაც უპირისპირდები, ძლიერდება –   გაერთიანება „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ ხდება. მესამე ძალა ახლო მომავალში  ვერ ჩამოყალიბდება, ამის წინაპირობა ახლა კი არა 2016 წელს არის დაშვებული,“
 
  ჩემთან უცხოელ პარტნიორებს არაერთხელ დაუსვამთ საკითხი, თუ ვინ მართავს ქვეყანას და რა სახელმწიფო მოწყობაა. მისივე თქმით, კითხვის ნიშნები, რომელიც მმართველობასთან დაკავშირებით არსებობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებით მოიხსნება. ამით დამთავრდება ,,უხერხული დუმილი, რომელსაცეს კითხვები იწვევდა'' – განაცხადა პრეზიდენტმა.
 
 

,,ვინ იქნება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ეს იქნება საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის გადასაწყვეტი'', – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის განცხადებებს, რომელიც , როგორც ჩანს,  განსაკუთრებით გააწიწმატა მარგველაშვილის მოსაზრებამ ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობის შესახებ. 
 
„დღეს გამარჯვებულია "ქართული ოცნება" და პოლიტიკურმა გუნდა გადაწყვიტა, ვინ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი.
 
რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, მან ყველაფერი გააკეთა, რომ მეორე ვადით დაბრუნებულიყო პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა მან არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა, იმდენად დაბალი იყო მისი რეპუტაცია. მას მოვუწოდებ, რომ ნუ გასცდება იმ მანდატს, რომელიც მას აქვს მინიჭებული," – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...