მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ,,ქირზის ჩექმებით'' გადაუარა: მასობრივი დათხოვნა , როგორც ...

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ,,ქირზის ჩექმებით” გადაუარა: მასობრივი დათხოვნა , როგორც საჯარო მოხელეთა ,,მიჯირყვნის” დაკანონება

Published on

პრეზიდენტი მარგველაშვილი მიდის. ახალარჩეული პრეზიდენტი კი ცდილობს  დაიფრინოს მთელი ადმინისტრაცია და ამისთვის მოითხოვს  ცვლილებებს კანონში რაც  სალომე ზურაბიშვილის უფლებას მისცემს  თანამშრომლები კონკურსის გარეშე აიყვანოს.  ცვლილების მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი ვალდებული ხდება ხელშეკრულება გააფორმოს, შესაბამისად, მათ საჯარო მოხელის სტატუსი გაუუქმდებათ და კანონი, როგორც საჯარო მოხელეებს, ვეღარ დაიცავს.
 
.პარლამენტის ვიცე-სპიკერი  ამაში პრობლემას ვერ ხედავს  და დარწმუნებულია, რომ ზურაბიშვილი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
,,სალომე ზურაბიშვილზე არჩევანი იმიტომ გაკეთდა, რომ მას არ ახასიათებს პირადი შეხედულებებით ხელმძღვანელობა, როცა საქმე სახელმწიფო ინტერესებს ეხება'' – განაცხადა  მან პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შესაძლო გათავისუფლების  საკითხის  კომენტირებისას.
– .იგი  პიროვნულად არაფერ შუაშია. პრეზიდენტის ინსტიტუტი სწორად უნდა ყალიბდებოდეს, მათ შორის საკადრო შემადგენლობის თვალსაზრისით. კადრები შესაბამისი უნდა იყოს იმ ამოცანების, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტს ექნება. ძველი იქნება თუ ახალი, მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
 
 
როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, აღნიშნული ცვლილებები იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლებს, რომლებიც მრავალი წელია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობენ და უზარმაზარი გამოცდილება გააჩნიათ, აღარ ექნებათ დაცულობის ის გარანტიები, რაც საჯარო მოხელეებს აქვთ და მათ სამსახურიდან ნებისმიერ დროს, კომპენსაციისა და ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვებენ.
 
იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე, საჯარო მოხელეების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს სამარცხვინოს უწოდებს. იგი არ გამორიცხავს, რომ ინიციატივა უშუალოდ სალომე ზურაბიშვილისგან მოდიოდეს.
 
ის მიუღებლად თვლის კანონპროექტის გამართლება ახალი კონსტიტუციით და ამბობს, რომ  საჯარო სამსახურის შესახებ 2015 წელს მიღებული ახალი კანონი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო, რომლის შესრულების შემდეგ საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მოიპოვა.
 
„უვიზო მიმოსვლის რეჟიმი – ამის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები იყო სხვა კანონებთან ერთად საჯარო სამსახურების შესახებ სხვა კანონის მიღება. ახლა გამოდის, რომ იმ კანონპროექტით, რომელიც ახლა ინიცირებულია პარლამენტში პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ფაქტობრივად, ყველა თანამშრომელი ამ რეჟიმისგან გადის გარეთ, ანუ ისინი უკვე არ ექვემდებარებიან ამ პროგრესულ კანონს. განმარტებითი ბარათი არის უპრეცედენტოდ ლაკონიური, არაფერი წერია საერთოდ, როგორც ჩანს, ახლადარჩეული პრეზიდენტის სურვილია ასეთი,“- ამბობს ბარამიძე.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...