მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილი ჯეიმს აპატურაის შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი ჯეიმს აპატურაის შეხვდა

Published on

ჩვენი საუბარი შეეხო საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობას, ასევე ნატო-ს მუდმივ მხარდაჭერას ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევებია,- ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
 
ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტის რანგში მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში განხორციელდება.
 
"ჩვენი საუბარი შეეხო საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობას, ასევე ნატო-ს მუდმივ მხარდაჭერას ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევებია. ეს არის ტერიტორიული მთლიანობა, კონფლიქტები, საოკუპაციო ხაზი და ჩვენი მოსახლეობისთვის უსაფრთხოების გაზრდა. ასევე, საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოებას, რომელიც დღეს ძალიან მნიშვნელოვან პრობლემად დგას ევროპისა და ნატო-სთვის. ეს ასევე, არის ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი პრობლემაც. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ბევრი საერთო საქმე გვაქვს, რომელიც ეხება ყველა სახის უსაფრთხოებას, მათ შორის კიბერუსაფრთხოებას და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც დიდწილად რუსეთის მიერ არის გამოყენებული. ასევე ვილაპარაკეთ სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზეც.
 
მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს ცნობილი, როგორც არა მხოლოდ ქვეყანა, რომელსაც პარტნიორების დახმარება სჭირდება, არამედ როგორც ქვეყანა, რომელსაც თვითონაც შეაქვს თავისი წვლილი საერთაშორისო მშვიდობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ნატო მზადაა ძალიან აქტიური იყოს ჩვენთან. პირველი ჩემი ვიზიტი დაიწყება ბრიუსელით, სადაც მდებარეობს ნატოც და ევროკავშირიც. აუცილებელია, ჩვენ ეს კავშირები გავაძლიეროთ,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სიახლეები

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...

ტრამპი- ირანის დრო იწურება, ჯობია, მალე იმოქმედონ!

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო...

“ოცნება” საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური...

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....