გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი უმუშევარი რჩება. მმართველი გუნდი სახელდახელო საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს, რომელიც სალომე ზურაბიშვილს საშუალებას მისცემს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის 160 თანამშრომელი სახლში კომპენსაციისა და ახსნა განმარტებების გარეშე გაუშვას და ახალი თანამშრომლებიც ყოველგვარი კონკურსის გარეშე მიიღოს. ცვლილება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 58-ე მუხლში შედის და მისი მიხედვით, ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი ვალდებული იქნება, გააფორმოს ადმინისტრაციული ხელშეკრულება და შესაბამისად, ისინი აღარ ჩაითვლებიან საჯარო მოხელეებად. აღნიშნული კანონპროექტი საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე უნდა განხილულიყო, თუმცა, ის გადაიდო. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი, იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი ამ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილება ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის რეფორმას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილებასთან ერთად, არ იცვლებოდნენ კომპეტენტური კადრები. „იდეა თავისთავად არის ძალიან არასწორი. არღვევს ძალიან ბევრ პრინციპს. უპირისპირდება ინსტიტუციურ მდგრადობას იმიტომ, რომ საჯარო სამსახურის რეფორმის მთელი სულისკვეთება იყო ის, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილებასთან ერთად არ იცვლებოდნენ კომპეტენტური კადრები. პირიქით, ხდებოდეს ამ ადამიანებში ცოდნის, გამოცდილების დაგროვება და სახელმწიფო ინსტიტუტები ეფექტურად აგრძელებდნენ ფუნქციონირებას პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილების მიუხედავადაც. ეს ინიციატივა მთლიანად ეწინააღმდეგება ამ არსს და აქედან გამომდინარე, ძალიან ცუდი, ძალიან საშიში, ძალიან არასწორი იდეაა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ უთავმოყვარეო და ძალიან არაკომპეტენტურ ნაბიჯს საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს,“ -განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი უმუშევარი რჩება.
სიახლეები
საზოგადოება
კიტ კელოგის ქალიშვილი ლინდსი გრემის გარდაცვალების სრულ გამოძიებას მოითხოვს
უკრაინის საკითხებში ტრამპის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ქალიშვილი მეგან მობსი 71 წლის სენატორის,...
სიახლეები
ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს
2 პირთან ერთად 5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებული, ხაშურის საკრებულოში...
სიახლეები
ქუთაისში კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა
ქუთაისში, იოსებიძის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა, რის შედეგადაც მშენებლობაზე დასაქმებული 1 ადამიანი დაიღუპა.
დაღუპულის...
საზოგადოება
არ გაჩერდება ეს რეზოლუციები ხან ეუთოსი, ხან ევროკავშირის ან ამერიკის შეფასებებიც იგივე იქნება-სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პარტნიორების მხრიდან რეზოლუციელები არ აჩერდება - როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...