მთავარისიახლეებისაზოგადოებაბაღის პედაგოგებისთვის 2019 წელს ხელფასების გაზრდა არ იგეგმება

ბაღის პედაგოგებისთვის 2019 წელს ხელფასების გაზრდა არ იგეგმება

Published on

საკრებულოს საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ბაღის მასწავლებლების ხელფასის ზრდა ვერ ხერხდება.
 
დეპუტატმა დღეს გამართულ ბრიფინგზე 2019 წლის დედაქალაქის ბიუჯეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკრებულოს ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ბაღის მასწავლებლების ხელფასის ზრდა, თუმცა, არსებობს ზღვრული ჭერი, სადაც მიმდინარე სოციალური ხარჯები არის შესული და იმის ზემოთ ვერ ადის მინუციპალიტეტი.
 
"ბაღის მასწავლებლებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა მცდელობა, თქვენ იცით, რომ ერთ-ერთ რეკომენდაციაში შედიოდა. თუმცა, ამ ეტაპისთვის ვერ მოხერხდა, რადგან ჩვენ გვაქვს ზღვრული ჭერი, სადაც მიმდინარე სოციალური ხარჯები არის შესული და იმის ზემოთ ვერ ავდივართ. ესაა საერთაშორისო ნორმით განსაზღვრული და სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის ამ მოცემულობის მძევლები ვართ", – განაცხადა ზარქუამ.

სიახლეები

თეირანის დიქტატორები სრულ ფასს გადაიხდიან“-ნეთანიაჰუ

თეირანის დიქტატორები სრულ ფასს გადაიხდიან“, - ასე ეხმაურება ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის მიერ...

პუტინის თქმით, ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზადაა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზადაა. ინფორმაცია რუსულ მედიაში...

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილოვრივი გამოცემა Ajara Times-ის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის...

ისრაელში საქართველოს საელჩოს შენობის მიმდებარედ ჭურვი ჩამოვარდა – საელჩო

ისრაელში საქართველოს საელჩოს შენობის მიმდებარედ ჭურვი ჩამოვარდა - ინფორმაციას საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. საელჩოს...