მთავარისიახლეებიპოლიტიკაპიროტექნიკის არასრულწლოვნებისთვის მიყიდვის აკრძალვაზე- პარლამენტში დღეს ახალი კანონპროექტი შევა

პიროტექნიკის არასრულწლოვნებისთვის მიყიდვის აკრძალვაზე- პარლამენტში დღეს ახალი კანონპროექტი შევა

Published on

ახალი წლის მოახლოებასთან და შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად პარლამენტში დღეს ახალი კანონპროექტი დარეგისტრირდება – საუბარია პიროტექნიკის არასრულწლოვნებისთვის მიყიდვის აკრძალვაზე.
 
დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი მუხლი გაჩნდება, რომელიც არასრულწლოვანთათვის პიროტექნიკური ნაკეთობების მიყიდვის შემთხვევაში ჯარიმას ითვალისწინებს.
 
ფიზიკური პირი 100 ლარით, იურიდიული კი – 200 ლარით დაჯარიმდება. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება.  კანონპროექტის ავტორები მისი მიღების საჭიროებას გასული წლების გამოცდილებით ხსნიან.
 
„რეგულაციის მთავარი მიზანი არის, 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პიროტექნიკაზე წვდომის შეზღუდვა , რადგან თავიდან ავიცილოთ ტრავმატიზმი, რომელიც უკავშირდება პიროტექნიკის გამოყენებას.
 
ეს იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი მშობლებისთვის,რომ ბავშვებისთვის არ შეიძლება პიროტექნიკაზე წვდომა“-ამბობს მარიამ ჯაში.

სიახლეები

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა 75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...