მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ნაციონალური მოძრაობა“ განათლების მინისტრის გადადგომას მოითხოვს

„ნაციონალური მოძრაობა“ განათლების მინისტრის გადადგომას მოითხოვს

Published on

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოითხოვს განათლების მინისტრის გადადგომას, ასევე, ია კერზაიას საქმეში მონაწილე სამინისტროს ყველა თანამშრომლის გათავისუფლებას და გამოძიების სასწრაფოდ დაწყებას.ამასთან, „ნაციონალური მოძრაობა“ სკოლის დირექტორის გარდაცვალებაში პასუხისმგებლობას აკისრებს აგრეთვე შს მინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც პარტიის ინფორმაციით, უშუალოდ კურირებდა სამეგრელოში არჩევნებს.„მან შებღალა პოლიციის ღირსება. ქურდებთან და ქუჩის წვრილფეხა კრიმინალებთან თანამშრომლობა აიძულა თავის ხელქვეითებს", – განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია მომხდარს პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს, რომელსაც მისივე მტკიცებით, ია კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.ბაჩანა შენგელია, ბოლო პერიოდში სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლას პედაგოგზე ზეწოლად აფასებს.

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...