მთავარისიახლეებიპოლიტიკა“არჩევნებს მძიმე ტვირთი დაედო მასწავლებელ ია კერზაიას გარდაცვალებით“ - გიორგი მარგველაშვილი

“არჩევნებს მძიმე ტვირთი დაედო მასწავლებელ ია კერზაიას გარდაცვალებით“ – გიორგი მარგველაშვილი

Published on

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე გიორგი მარგვლეაშივი ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ჩვენი საარჩევნო პროცესისი დროს არავის არ უნდა კვდებოდეს“:
 
"იმ დემოკრატიულ პროცესს, რომელიც ყველაზე მეტად აღმაფრთოვანებელი უნდა იყოს იმიტომ, რომ ახალი ხელისუფლების შექმნის პროცესთან არის დაკავშირებული – არჩევნებს – დაედო ძალიან მძიმე ტვირთი, მასწავლებელი ქალბატონის ია კერზაიას გარდაცვალებით. ჩვენი საარჩევნო პროცესის დროს არავინ არ უნდა კვდებოდეს. ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე სათაყვანებელი ადამიანი, ის ვისაც ვანდობთ ჩვენი შვილების აღზრდას, ადამიანი, ვინც უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალი თაობა იქნება თავისუფლების, პატრიოტიზმის, შემწყნარებლობის სულისკვეთებით, ეს ადამიანი არჩევნების დროს არ უნდა გარდაიცვალოს. შესაბამისად, მოგიწოდებთ ყველას, რომ ერთი წამით არ ვიყოთ კმაყოფილი იმ დიდი მიღწევებით, რომელიც ამ დარბაზში შეკრებილმა ადამინებმა, ჩემმა პარტნიორებმა უზრუნველყვეს,"- განაცხადა მარგველაშვილმა

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...