მთავარისიახლეებისაზოგადოება,,დამნაშავე ხართ ყველა ვინც იცოდით რას ებრძოდა ბოლო ორი კვირა და ხმა...

,,დამნაშავე ხართ ყველა ვინც იცოდით რას ებრძოდა ბოლო ორი კვირა და ხმა არ ამოიღეთ,, – ანა წითლიძის პოსტი ია კერზაიას გარდაცვალებაზე

Published on

მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი, რომელიც ამბობდა რომ პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლი იყო, გამთენიისას გარდაიცვალა. მას ერთი კვირის წინ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ურთულედი ოპერაცია გაუკეთეს და ანევრიზმა დაუხურეს. სკოლის დირექტორის სიკვდილს მისი შვილი ,,რა, სად, როფის,, სამეგრელოს გუნდის კაპიტანი ბაჩანა შენგელია წინასაარჩევნოდ განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებს. ია კერზაიას ახლობლები და მეგობრები დარწმუნებული არიან, რომ ის პოლიტიკური მსხვერპლია. დღეს სოციალურ ქსელში არაერთი სტატუსი იწერება მასზე, ერთ-ერთი კი არის გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელის ანა წითლიძის პოსტი, რომელიც დირექტორის სიკვდილში არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ იმ პედაგოგებსაც ადანაშაულებს, ვინც იცოდა რა ხდებოდა და გაჩუმება ამჯობინა :,,იას სიკვდილში დამნაშავეა არა მხოლოდ ხელისუფლება, დამნაშავე ხართ ყველა ვინც იცოდით რას ებრძოდა ბოლო ორი კვირა და ხმა არ ამოიღეთ. ვინც ძალიან კარგად იცით ახლაც ვინ არის ანონიმური წერილის ავტორი და ხმას არ იღებთ, დამნაშავე ხართ ყველა, ვისაც ყველაზე მეტად შეგეძლოთ მისი გადარჩენა თქვენი ერთად დგომით. თქვენ რომ გაუბედავები არ იყოთ იას მაშინ უშველიდით სისტემა რომ ებრძოდა და ერთადერთი ხსნის გზა თქვენს ხმამაღალ ბრძოლაზე გადიოდა. თქვენ კიდევ “პოლიტიკა ჩვენი საქმე არ არის” ფუთავთ თქვენს გაუბედაობას, არადა ყელამდე ხართ პოლიტიკაში. არც აწი გეყოფათ გამბედაობა მის მკვლელებს ამ ქალაქში ღიად ებრძოლოთ. (რა თქმა უნდა გამონაკლისებიც არსებობთ) ამიტომაც ყველა ცრემლი და გოდება ამაოა სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან. Ia Kerzaia – RIP. – მადლობა შენი გულშემატკივრობისთვის და გამხნევებისთვის ჩემთვის ყველაზე მძიმე ომში. მადლობა და გვაპატიე ყველას რომ ვერ დაგიცავით.,, – წერს ანი წითლიძე

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...