მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე სამადაშვილის განსხვავებული აზრი ინაუგურაციის პარალელურად აქციის დაგეგმვასთან დაკავშირებით

სალომე სამადაშვილის განსხვავებული აზრი ინაუგურაციის პარალელურად აქციის დაგეგმვასთან დაკავშირებით

Published on

 „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა უდიდესი დარღვევებით, თუმცა საუბარმა არალეგიტიმურობაზე და სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე გამოიწვია ის, რომ საერთაშორისო შეფასებები იყო ბევრად ნაკლებად კრიტიკული, ვიდრე შესაძლოა ყოფილიყო. მისივე თქმით, მსგავსი მიდგომა აზიანებს ოპოზიციის ინტერესებს ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
 
„ინაგურაციის პარალელურად აქციის დაგეგმვაზე საუბრის გამო, მსურს, საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. ეს არჩევნები ჩატარდა უდიდესი დარღვევებით. საუბარმა არალეგიტიმურობაზე, სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე, იმაზე, რომ ზურაბიშვილი არაა ქვეყნის პრეზიდენტი და ა.შ. გამოიწვია ის, რომ საერთაშორისო შეფასებები იყო ბევრად ნაკლებად კრიტიკული, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო. შედეგად, ივანიშვილის ხელისუფლება ნაკლებად დაზიანდა, ვიდრე საჭირო იყო. ამიტომ, მე პირადად, აღარ ვაპირებ არანაირ აქციაში მონაწილეობის მიღებას, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს.
 
ეს მხოლოდ აზიანებს ოპოზიციის ინტერესებს ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ყველგან და ყოველთვის გავაპროტესტებ სალომე ზურაბიშვილის არჩევას იმ არჩევნების გზით, რომელიც არც დემოკრატიული იყო და არც სამართლიანი. გავაპროტესტებ იმას, რომ ივანიშვილს მიტაცებული აქვს ქვეყანაში სრული ძალაუფლება. ახალგაზრდა ქართული დემოკრატია ყოფნა-არყოფნის ზღვარზე გადის. ამ გამოწვევის დაძლევას სჭირდება კარგად გათვლილი და მრავალსვლიანი გეგმა, რომელსაც მხარს დაუჭერენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც“, – წერს სალომე სამადაშვილი .
 
გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, თელავში, შესაძლოა, საპროტესტო აქცია გამართოს.
 
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, 16 დეკემბერს, მათი საპროტესტო აქციის ერთ-ერთ ლოკაციად სწორედ თელავი განიხილება, თუმცა მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის.

სიახლეები

“იმედი მაქვს სანქციები არ დაიგვიანებს!” – სინდისის პატიმარი, ირაკლი ქერაშვილი EU საელჩოებს წერილით მიმართავს

სინდისის პატიმარი, ირაკლი ქერაშვილი ევროპული ქვეყნების საელჩოებს წერილით მიმართავს. გლდანის საპყრობილეში გამოკეტილი, ოლიგარქის რეჟიმის...

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ სამ პირს ზუგდიდის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული...

სენატში MEGOBARI აქტის განხილვა 27 მარტს გაიმართება – რაუფოღლუ

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი MEGOBARI Act-ს27 მარტს განიხილავს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში...

რა ადგილი ეჭირა “მერაბ სოხუმსკის” ცხოვრებაში ძმას და რა შეიძლება მოჰყვეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობას

"თაიმერი" ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც განხილულია თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გუშინდელი თავდასხმა ლევან ჯანგველაძეზე, რომელიც...