მთავარისიახლეებიმსოფლიოპარიზში საწვავზე გაზრდილი გადასახადის დაწესებას აპროტესტებენ

პარიზში საწვავზე გაზრდილი გადასახადის დაწესებას აპროტესტებენ

Published on

პარიზში "ყვითელი ჟილეტების" საპროტესტო აქცია დაიწყო. საფრანგეთის დედაქალაქში ათასობით ადამიანია შეკრებილი. აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა დიდ ქალაქში იმართება.  
 
უსაფრთხოებისთვის მხოლოდ პარიზის ცენტრში 8 000 ოფიცერი და 12 ჯავშანტექნიკა განთავსდა.
 
აქციის დაწყებამდე, მინიმუმ, 34 ადამიანი დაკავეს, ხოლო დაწყებიდან მოკლე ხანში კიდევ  127 ადამიანი,  პოლიციამ მანიფესტანტების ჯგუფის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა ,როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ამ ეტაპზე პოლიციელებსა და მანიფესტანტებს შორის მასშტაბურ შეტაკებებს ადგილი არ ჰქონია.
 
 
 
"ყვითელი ჟილეტების" მოძრაობის პროტესტი სამი კვირის წინ დაიწყო საწვავზე გაზრდილი გადასახადის დაწესების გამო. თუმცა, საფრანგეთის ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ ეს გადასახადი 2019 წლისთვის არ ამოქმედდება. 
 
 
 

სიახლეები

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...

გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი დახურეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, განსასჯელის სკამზე ზის. თბილისის...

ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები – დაკავებულია 12 პირი-შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის ფარგლებში, ბოლო პერიოდში დედაქალაქსა და...

ძალადობის ბრალდებით, მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს

ძალადობის ბრალდებით, მარნეულის მერის დაურ ისმაილოვის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს - გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...