მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას ტყუილსა და ყალბი პირადობის მოწმობების საქმის გადაფარვის მცდელობაში ადანაშაულებს.

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას ტყუილსა და ყალბი პირადობის მოწმობების საქმის გადაფარვის მცდელობაში ადანაშაულებს.

Published on

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას ტყუილსა და ყალბი პირადობის მოწმობების საქმის გადაფარვის მცდელობაში ადანაშაულებს.
 
ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ პირადობის მოწმობების შესახებ კეთილმოწყობის სამსახურის ადგილობრივი თანამშრომლის, ნუგზარ ცინცაძის, მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს, პირადობის მოწმობები ნეკროლოგებისთვის სჭირდებოდათ, სიცრუე და ხელისუფლების დაკვეთილი პიარია.
 
საქმე ეხება ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატის „ნაციონალური მოძრაობიდან“, კახა ასკურავას, მიერ რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი  პირების პირადობის მოწმობების პოვნას, რომლებიც, მისი თქმით, ერთ-ერთ სარდაფში რამდენიმე ერთად იყო გადაყრილი.   
 
ოპოზიცია ეჭვობს, რომ ეს პირადობები ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებისთვის სჭირდებოდა. 
 
დღეს ლევან ხაბეიშვილმა, ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, კახა ასკურავასთან, ერთად საგანგებო ბრიფინგი გამართა.
 
ოპოზიციის წევრებმა დღეს ვიდეომასალაც წარადგინეს, სადაც ნუგზარ ცინცაძე კურიერის გურიის ბიუროს ჟურნალისტს შეურაცხყოფას აყენებს და იგივე პირი ბრალდებულია ლანჩხუთში ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმაშიც
 
პროკურატურაში დღეს ლანჩხუთის მერიის ყოფილ თანამშრომელს, ნუგზარ ცინცაძეს,  გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხავენ. 

 
 
 

სიახლეები

ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე...

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...