მთავარისიახლეებიპოლიტიკაარჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე - ცენტრ ,,ემპათიას'' მიერ მომზადებული სარჩელის განხილვას...

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე – ცენტრ ,,ემპათიას” მიერ მომზადებული სარჩელის განხილვას სტრასბურგის სასამართლო დაჩქარებული წესით დაიწყებს.

Published on

ივი ტატუნაშვილი ცენტრ ემპათიას მიერ მომზადებულ სარჩელს ეხმაურება, რომელიც სტრასბურგის სასამართლოშია გადაგზავნილი და დართული აქვს ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაიტაცეს და წამებით მოკლეს.
 
„მოლოდინი მაქვს იმის, რომ გამოიტანს სასამართლო ამ ბანდიტების გამამტყუნებელ განაჩენს. დღეს იქნება თუ ხვალ იქნება, დაისჯებიან და კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს. ხელი არ მიუწვდება ქართულ მხარეს იმათთან. კი წითელი ცირკულარით იძებნებიან, მაგრამ რა ვიცი. დასჯილები იქნებიან, რა თქმა უნდა, თუ ხელში ჩაუცვივდათ ინტერპოლის წევრ ქვეყნებს, რა თქმა უნდა, იქნებიან დასჯილები, თუ არადა აზრი არ აქვს არაფერს,“ – განაცხადა გიგი ტატუნაშვილმა რ2-თან.
 
ცენტრ ემპათიას მიერ მომზადებული სარჩელის განხილვას სტრასბურგის სასამართლო დაჩქარებული წესით დაიწყებს.
 
ცენტრმა „ემპათიამ“ სარჩელი „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ 2018 წლის 22 აგვისტოს გააგზავნა.
 
სარჩელთან ერთად, სტრასბურგში გაიგზავნა ცენტრის მიერ მომზადებული 87-გვერდიანი კომპლექსურ-კომისიური დასკვნა, სადაც წერია, რომ 34 წლის არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში წამებით მოკლეს.
 
კომპლექსურ-კომისიურ ექსპერტიზაში ჩაიწერა, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვაალშიპატიმრობისას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
 
გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლოში უკვე შესულია სახელმწიფოთაშორისი სარჩელი, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის საქმესაც მოიცავს.

სიახლეები

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...

რუბიო- უკრაინელები მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ აშშ-ს გარეშე უკრაინა აღარ იარსებებდა

ამ საკითხზე თავის მართლებას აღარ ვაპირებთ, გასაგებია? რადგან შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა. რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებას...