მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდს მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვა წელიწადში 14 მილიონ ლარამდე უჯდება- TI

ზუგდიდს მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვა წელიწადში 14 მილიონ ლარამდე უჯდება- TI

Published on

 
 
 
ზუგდიდს მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვა წელიწადში 14 მილიონ ლარამდე უჯდება- ამის შესახებ ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.კვლევაში წარმოგიდგენილია  ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ 9 ა(ა)იპ-სა და 2 შპს-ში დასაქმებულთა სტატისტიკას და წლიური ხარჯების მიმოხილვას 2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებსა (2 052 თანამშრომელი) და შპს-ებში (46 თანამშრომელი) ყოველთვიური ჯამური შრომის ანაზღაურება 1 140 338 ლარია, რაც წელიწადში დაახლოებით 13 684 000 ლარს შეადგენს.ზუგდიდის მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა და ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ჯამური მოცულობა მიმდინარე წელს 19 მილიონ ლარზე მეტია, რაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის (42,082.6 00 ლარი) თითქმის ნახევარს აღწევს (45%).ა(ა)იპ-ებს შორის ყველაზე მეტი თანამშრომელი (679) ჰყავს „სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრს”, საიდანაც 47 (მათ შორის დირექტორის 3 მოადგილე), უშუალოდ ცენტრის ადმინისტრაციაშია დასაქმებული.
 
„ზუგდიდდასუფთავების ცენტრში” მომუშავე 459 თანამშრომლიდან 91 მმართველობით რგოლშია, მათ შორის 28 ბრიგადირი და 30 კონტროლიორი, 368 თანამშრომელი კი (მძღოლები, მუშები, მეველეები და ა.შ.) შრომითი ხელშეკრულებითაა აყვანილი.
 
„კეთილმოწყობის მართვის ცენტრის” (298 თანამშრომელი) საშტატო ნუსხა ორ ძირითად კატეგორიად იყოფა: ადმინისტრაციული პერსონალი – 60 თანამშრომელი და ტექნიკური პერსონალი – 238 თანამშრომელი.
 
136 ადამიანია დასაქმებული „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრში”, რომლის ოთხი განყოფილება და ადმინისტრაცია (ჯამში 30 თანამშრომლით) ა(ა)იპ-ის მმართველ რგოლს წარმოადგენს, დანარჩენი 6 განყოფილება კი სხვადასხვა სპორტული მიმართულებებია, მათ შორის „ყინულის სასახლესთან არსებული ფიგურული სრიალისა და ჰოკეის განყოფილება”. ამ განყოფილებაში 11 საშტატო ერთეულია. აღსანიშნავია, რომ „ყინულის სახლის” მშენებლობა ჯერაც არ დასრულებულა, შესაბამისად ფიგურული სრიალისა და ჰოკეის წრეები ამ დრომდე არ ფუნქციონირებს.
 
209 თანამშრომელი ჰყავს “ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრს”, სადაც ყველაზე მეტი – 33 პირია დასაქმებული ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში.
 
149 ადამიანი მუშაობს „მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში”, მათ შორის 21 შტატგარეშე თანამშრომელია, 16 კი მმართველობით რგოლშია დასაქმებული.14 მილიონი ლარის ხარჯვა მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვაზე გაუმართლებელია იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სოციალური და სხვა ელემენტარული პრობლემები ვერ გვარდება.
 
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს:
 
2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მუშაობის პარალელურად შეისწავლოს საქმიანობის ის მიმართულებები, რომელთა ჯეროვნად შესრულებას მერიის სამსახურები ვერ შეძლებენ და ამისთვის ცალკე შპს-ს ან ა(ა)იპ-ის შექმნაა საჭირო;
ზუგდიდის მერიამ იმ სფეროების იდენტიფიცირება უნდა მოხდინოსს, სადაც ა(ა)იპ-ის, შპს-ის და მერიის სამსახურების საქმიანობებს შორის უფლებამოსილებები დუბლირებულია;
ზემოაღნიშნული ეტაპების გავლის შემდგომ, მნიშვნელოვანია, რომ აუცილებელ მინიმუმამდე შემცირდეს როგორც იურიდული პირების, ასევე დასაქმებულთა რაოდენობაც;
მნიშვნელოვანია, რომ დამკვიდრდეს მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში თანამშრომელთა აყვანის გამჭვირვალე პრაქტიკა, კადრების შერჩევა მხოლოდ საჯარო კონკურსების მეშვეობით უნდა იყოს შესაძლებელი, ასევე გამოირიცხოს ნეპოტიზმის შემთხვევებიც;
მერიამ მაქსიმალურად უზრუნველყოს გარკვეული მუნიციპალური სფეროების მოსაწესრიგებლად და მოსახლეობისთვის სერვისის მისაწოდებლად კერძო კომპანიების დაინტერესება, რასაც დასჭირდება გარკვეული მუნიციპალური ქონების საჯარო ელექტრონულ აუქციონზე გატანა და კონკრეტული მომსახურების შესაძენად ელექტრონული ტენდერის გამოცხადება.

სიახლეები

ევროპის საბჭომ უკრაინისთვის 2.8-მილიარდის ოდენობით დახმარების გაცემა დაამტკიცა

ევროპის საბჭომ უკრაინისთვის 2.8-მილიარდის ოდენობით დახმარების გაცემა დაამტკიცა - ეს მათი მხრიდან უკრაინისთვის დახმარების...

არ გაიმეოროთ საქართველოს შეცდომა“ – სააკაშვილის გზავნილი სომხეთს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სომხეთის მოსახლეობას მიმართვას და მოუწოდებს მარ აირჩოს 7 ივნისის...

“ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის, რომ რუსული ჯარები საქართველოსა და მოლდოვაში არ იყვნენ” – კაია კალასი

კვიპროსში, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრაზე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის...

კოალიცია ცვლილებისთვის წევრები აშშ-ს სახდეპის დელეგაციას შეხვდნენ

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები: ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს...