,,რატომ არ ჩანს ბიძინა ივანიშვილი? ” – ფიქრობს, როგორ დააბრუნოს თავის საჭურჭლეში ,,გალათეა-თამარისთვის” გაღებული თანხები

0
443
,,რატომ არ ჩანს ბიძინა ივანიშვილი" – მმართველ გუნდში ამ კითხვას გვერდს უვლიან და ისევ მიხეილ სააკაშვილს ესხმიან თავს.ქართული ოცნევბის წარმომადგენელი გია ვოსლკი  ჟურნალისტების ამ კითხვაზე პასუხობს, რომ ,,თუ მიხეილ სააკაშვილი ხშირად ჩანს ტელევიზიით, აქამდე არც ჭკვიანური უთქვამს რაიმე და არც სასარგებლო''.
 
როგორც ჩანს, მმართველ გუნდს  ძლიერ აღიზიანებს ის, რომ მიუხედავად  დიდი მცდელობისა, პრეზიდენტი სააკაშვილი ვერ დააშორა ხალხს და მან მოძებნა გზა მუდმივ კონტატქში იყოს თავის მხარდამჭერებთან, აქტიურადიყოს ჩართული ქვეყნის  პოლიტიკურ ცხოვრებაში.  
 
 სოციალური ქსელის მოხმარებლები განსხვავებუოად ხსნიან ივანიშვილის გაუჩინარების მიზეზს:
 
,,არ ჩანს იმიტომ,  რომ ზის და ანგარიშობს არჩევნების გასაყალბებლად დახარჯული ფული საიდან ამოიღოს. ისიც მოსაფიქრებელი აქვს დაპირებების შეუსრულებლობა ეხლა რა მიზეზით ახსნას. სადაცაა გაირკვევა, რომ ხალხი ისევ "გადაგდებულია''.
 
,,თავისი გაიტანა და შეუძლია დროებით თავისუფალი სუნთქვის რეჟიმზე გადაერთოს. რაღატომ უნდა შეიწუხოს სხვისი დაწერილი და თავის მიერ წარმოსათქმელი სიტყვების გაზეპირებით, თან ალბათ საფიქრელად და ისიც ეყოფა, როგორ ამოიღოს თავისი ფავორიტის გაპრეზიდენტებისთვის გაღებული  ფული ჩვენი გადასახადებიდან – არც სალომე ზურაბიშვილია თამარ მეფე და არც თვითონ შუასაუკუნეების რაინდი ან თუნდაც საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი – თავისი საჭურჭლე აქვს გადასათვლელი. '' – წერენ  ინტერნეტმომხმარებლები.
 
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ვალებს თუ დავალებულობას ქართული ოცნების წინაშე, როგორც ჩანს ფინანსური ვალისგან იგი უკვე გაათავისუფლა პირადად ბიძია ივანიშვილმა , ყოველ შემთხვევაში იმ დრომდე, სანამ იგი გალაქულ კლანჭებს გამოაჩენდეს. ამასთან დაკავშირებით კომენტარებს პოლიტოლოგი ვახტანგ ზაბირაძეც აკეთებს ,,რეზონანსთან'' საუბარში:  
 
"ახლად არჩეული პრეზიდენტის განცხადებიდან ნაწყვეტი მოვისმინე, სადაც ის ამბობს, რომ შეხვდა ბიძინას და მან უთხრა, რომ პარტიასთან ვალში არ არის და შეუძლია, დამოუკიდებელი იყოს. როდესაც ამაზე საუბრობს, უფიქრდება მაინც, რას ამბობს? გამოდის, რომ ბიძინამ უთხრა, იყოს დამოუკიდებელი. თუ ხვალ ბიძინა მოინდომებს და ეტყვის, რომ არ იყოს დამოუკიდებელი, მაშინ რა იქნება? საერთოდ, როდესაც პრეზიდენტი ლაპარაკობს, რომ ვიღაცამ უთხრა, იყოს დამოუკიდებელი, ამის გარეშე არ უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი?
 
ამავე ინტერვიუში ვახტანგ ძაბირააძე საუბრობს სალომე ზურაბიშვილის ადგილზე ქართულ პოლტიკაში და მისდამი ოპოზიციის დამოკიდებულებაზე 
 
,,არ ველოდები, რომ ვარსკვლავებს მოწყვეტს, მაგრამ არ მგონია, რომ ქვეყანა უფსკრულამდე მიიყვანოს. ამ შემთხვევაში კარგია, რომ მას ბევრი უფლებამოსილება არა აქვს. ოპოზიციას ზურაბიშვილი რაში სჭირდება – ამას თავად თუ ამიხსნის, კარგი იქნება. მე რომ ოპოზიციაში ვიყო, ვეტყოდი – კარგად იყოს თავის სასახლეში, რომელშიც უნდა. პრეზიდენტს არც უფლებები აქვს და შუამავლად ის ვერ გამოდგება, რადგან ავტორიტეტი არ არის არც "ქართული ოცნებისთვის" და არც მოსახლეობისთვის. რა ფუნქცია უნდა შეასრულოს პრეზიდენტმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, როდესაც არის დიალოგი ან დაპირისპირება, არ მესმის. შეთავაზება მისი ნებაა, კარგი ჟესტია, მაგრამ ოპოზიციას შეუძლია, ამაზე მშვიდად უთხრას, რომ კარგად იყოს და თავისი გზა გააგრძელოს. მე ამაში აზრს ვერ ვხედავ“. – აცხადებს ვახტან გ ძაბირაძე.
 
წინა სტატიაგიგლა ბარამიძე: ,,თამარს, წმინდანებს მაინც დაანებეთ თავი და ეს თქვენი პრეზიდენტი გინდა თელავში ჩაიყვანეთ და გინდათ ხონში. ყველაფერი უკვე ისედაც კომიკურია“
შემდეგი სტატიაავარია ზუგდიდში – გარდაცვლილია ჩხოროწყუს პოლიციის საუბნო განყოფილების უფროსი [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური