მთავარისიახლეებიპოლიტიკავალების ჩამოწერის პროგრამისთვის "ქართუ" მილიარდ-ნახევარი ლარის ნაცვლად, 10-ჯერ ნაკლებს დახარჯავს

ვალების ჩამოწერის პროგრამისთვის “ქართუ” მილიარდ-ნახევარი ლარის ნაცვლად, 10-ჯერ ნაკლებს დახარჯავს

Published on

ბიძინა ივანიშვილს კრედიტების ჩამოწერა არა დაანონსებული მილიარდნახევარი, არამედ ათჯერ უფრო ნაკლები, 150 მილიონი დაუჯდება. ხელშეკრულების ასლი, რომელიც „ქართუ“ ფონდმა დღეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს გადაუგზავნა, „კურიერს“ სანდო წყარომ გადასცა. 
 
ფონდი „ქართუ“ საფინანსო ინსტიტუტებს პრობლემურ სესხებში ძირი თანხის 9-დან 14 პროცენტამდე უხდის. მიკროსაფინანსოებს არ უნაზღაურებენ არც დაგროვილ პროცენტებს და არც დარიცხულ საურავებს. თუ მოქალაქის სესხი 1000 ლარია, ბიძინა ივანიშვილი მის ჩამოსაწერად 90-დან 140 ლარამდე თანხას გადაიხდის და არანაირი დამატებითი ხარჯი არ ანაზღაურდება.
 
ხელშეკრულების მიხედვით, ფონდი „ქართუს“ კატეგორიული მოთხოვნაა, რომ სესხის გამცემმა ორგანიზაციამ დოკუმენტაცია 6 წლის განმავლობაში არ გაანადგუროს და ფონდს ჰქონდეს წვდომა იმ ადამიანების პირად მონაცემებს, ვისაც ივანიშვილმა სესი ჩამოაწერა.
 
გარიგების თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დიდი ზარალს იღებენ, რადგან თუ მათ მოქალაქეებისგან დავალიანების ამოსაღებად სასამართლო დავები აქვთ დაწყებული, „ქართუ“ ამ მომსახურებისთვის გაწეულ ხარჯებს არ ანაზღაურებს.
 
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ამ პროგრამით ვერ ისარგებლებს 600 ათასი მოქალაქე, როგორც ეს წინასაარჩევნოდ იყო ნათქვამი. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ვალების ჩამოწერა დიდი აფიორაა და მოქალაქეები ამაში თავადვე მალე დარწმუნდებიან.
 
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ოპოზიციას პასუხობენ და ამბობენ, რომ ამომრჩეველი შეცდომაში არ შეუყვანიათ და ინიციატივას მთავრობა ფონდ „ქართუსთან“ ერთად განახორციელებს.
 
სესხების განულება 15 დეკემბრიდან უნდა დაიწყოს, თუმცა ამ დრომდე არ არის მზად ვებგვერდი, სადაც მოქალაქე პირადი მონაცემებით გადაამოწმებს, ეხება თუ არა მას კრედიტის ჩამოწერა.

სიახლეები

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით,-ჰერჩინსკი

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით და მოვუწოდებთ, შეწყდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემატური...

ნიკა მელიას ბრალი წარუდგინეს – პროკურატურის განცხადებით, პოლიტიკოსს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა- მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის...

“ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი ტყის საფარისგან სრულად გაწმენდილია” – ნინო ბურჭულაძე

„ მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აგრძელებს დმანისის, ბოლნისის და თეთრიყწაროს მუნიციპალიტეტებში სამთოწარმოების არეალის მიმდებარედ კულტურული...

აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავეს

აქტივისტი ნინო დათაშვილი, რომელზეც რამდენიმე დღის წინ შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, დააკავეს. შსს-ს მიერ...