მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილს არ აქვს სრული ლეგიტიმაცია ხალხისგან - აცხადებს ფრაქცია "საქართველოს...

სალომე ზურაბიშვილს არ აქვს სრული ლეგიტიმაცია ხალხისგან – აცხადებს ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარე

Published on

სალომე ზურაბიშვილს არ აქვს სრული ლეგიტიმაცია ხალხისგან – ეს განცხადება ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ გააკეთა.
 
დეპუტატის თქმით, ის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე არ მივა და არ აქვს ინფორმაცია, დაესწრება თუ არა ღონისძიებას "პატრიოტთა ალიანსის" რომელიმე ლიდერი.
 
გიორგი ლომიას განცხადებით, ზურაბიშვილი არ არის მეფის შთამომავალი და მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გაიმართოს ინაუგურაციის ცერემონია ერეკლე მეფის სასახლეში.
 
ლომია ამბობს, რომ თბილისში ინაუგურაციის ჩატარებაზე უარი იმით იყო განპირობებული, რომ ხელისუფლება არეულობას გაექცა.
 
„ღიად ვაცხადებ, რომ ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. ჩემი ადგილი მანდ არ არის და არ მივალ. პარტიის პოზიციაზე ვერ გესაუბრებით. თუ „თუ პატრიოტთა ალიანსიდან“ რომელიმე ლიდერი მივა, ეს მისი საქმეა. ვფიქრობ, რომ ალბათ, არეულობას აარიდეს თავი. არ ვთლი, რომ ქალბატონი სალომე მეფის სასახლეში უნდა ატარებდეს ინაუგურაციას. არც მეფის შთამომავალია და არც საქართველოს მიერ სრული ლეგიტიმაცია არ მიუღია. ეს იყო იძულებითი ლეგიტიმაცია, რომელიც მისცა ად გამოიცხადა ჩვენმა მოსახლეობამ,“- განაცხადა ლომიამ

სიახლეები

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...