მთავარისიახლეებიეკონომიკამკაფიოდ გამოვხატეთ თუ რა ხარვეზები დავინახეთ საპრეზიდენტო არჩვენების ორივე ტურში, ველოდებით რეაგირებას...

მკაფიოდ გამოვხატეთ თუ რა ხარვეზები დავინახეთ საპრეზიდენტო არჩვენების ორივე ტურში, ველოდებით რეაგირებას – ევროკავშირის ელჩი

Published on

არჩევნების მეორე ტურში აღმოჩენილ ხარვეზებზე საუბრობს საქართველოში ევროკავშირის ელჩი. მისი თქმით, საერთშორისო თანამეგობრობა ელოდება.
„ევროკავშირის ქვეყნებისა და შეერთებული შტატების ელჩებთან გამართული განხილვის შემდეგ, ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ თუ რა ხარვეზები დავინახეთ საპრეზიდენტო არჩვენების ორივე ტურში. ჩვენ ველოდებით რომ მოხდება შესაბამის რეაგირება.
 
ანგარიში, რომელიც ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ წარმოადგინა, ამის საწყისი წერტილი უნდა გახდეს. ასევე მნიშვნელოვანია მოხდეს იმის აღიარება, თუ რა არ ფუნქციონირებდა სათანადოდ ამ არჩევნებზე.
 
რეაგირებას ველოდებით ასევე გამოვლენილი დარღვევების გამოძიებაზეც. ევროკავშირი ყურადღებით მიადევნებს თვალს ამ გარემოებებს. რეგულარული განხილვები გვექნება ქვეყნის ხელისუფლებასთან და პარლამენტთან, რადგან ორივეს აქვს საკუთარი როლი ამ პრობლემების გადაწყვეტის კუთხით,“- საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...